Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა გზაზე ამოყირავდა

მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა გზაზე ამოყირავდა

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პატისიონისა და დროსოპულუს ქუჩების კვეთაზე მიმავალი ავტომანქანა ამოყირავდა და გზაზე სახურავით დაეცა.

იმავე წყაროზე დაყრდნობით ავტომანქანას 60 წლის კაცი მართავდა, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო, სწორედ ამიტომ საჭეზე კონტროლი დაკარგა და ამოყირავდა. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო მანქანაში გაჭედილი მძღოლის გადმოსაყვანად.

შემთხვევის ადგილზე ასევე გამოცხადდა საგზაო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ავტომანქანის მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება საჭირო გამოკვლევები.

ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *