Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

რომის პაპი რობერტ პრევოსტი ლეო XIV გახდა

რომის პაპი რობერტ პრევოსტი ლეო XIV გახდა

ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.

მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება.

პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.

ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.

მედიის ინფორმაციით, რობერტ ფრენსის პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა და მრავალი წელი გაატარა მისიონერად პერუში. ის პაპმა ფრანცისკემ კარდინალად 2023 წელს დანიშნა. როგორც მედია წერს, მას ეკლესიის ძირითად საკითხებზე ცოტა რამ უთქვამს, მაგრამ მისი ზოგიერთი პოზიცია ცნობილია.

მედიაში არსებული ცნობებით, ახალი პაპი ძალიან ახლოს არის ფრანცისკეს ხედვასთან, რომელიც ეხება გარემოს, სიღარიბეს და მიგრანტებისადმი მიდგომას. მედიას მოჰყავს მისი ციტატა, რომელიც მან 2024 წელს თქვა: “ეპისკოპოსი არ უნდა იყოს პატარა უფლისწული, რომელიც ზის თავის სამეფოში”. მან ასევე მხარი დაუჭირა რომის პაპ ფრანცისკეს პოზიციას, განქორწინებული და ხელახლა დაქორწინებული კათოლიკეებისთვის წმინდა ზიარების მიღების უფლებაზე. თუმცა, მედია აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ მოზომილი მხარდაჭერა გამოუცხადა ფრანცისკეს, რომელიც მღვდლებს აძლევდა უფლებას დაელოცათ ერთნაირსქესიანი წყვილები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *