Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიოშოუბიზნესი

“მეგობრების” ვარსკვლავი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი, რომელსაც მსოფლიო აღიარება 90-იანი წლების პოპულარულ სატელევიზიო სერიალში „მეგობრები“ შესრულებულმა ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰოლივუდის სამყარო და მსახიობის მილიონობით თაყვანისმცემელი შოკირებულები არიან მისი უეცარი გარდაცვალებით.

სამართალდამცავი წყაროების ცნობით, მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში ლოს-ანჯელესში. გამიცემებმა LA Times-მა და TMZ-მა, რომლებმაც პირველად გაავრცელეს ინფორმაცია პერის გარდაიცვალების შესახებ განაცხადეს, რომ მსახიობი საკუთარ სახლში ცხელ აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

TMZ იტყობინება, რომ პერი სახლში ჯაკუზში იპოვეს, ხოლო შემთხვევის ადგილზე არანაირი ნარკოტიკი არ აღმოჩნდა და მსახიობს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის ძალადობის კვალი, გავრცელებული ვერსიით მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს უახლოეს დროში ჩატარებული ექსპერტიზა დაადგენს.

პერი წლების განმავლობაში ებრძოდა ტკივილგამაყუჩებლებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და არაერთხელ სტუმრობდა სარეაბილიტაციო კლინიკებს. 2016 წელს მან თქვა, რომ სერიალ “მეგობრების” გადაღებების სამი წელი არ ახსოვდა, სასმელისა და ნარკოტიკების გამო.

მეთიუ პერი დაიბადა მასაჩუსეტში 1969 წელს და გაიზარდა კანადაში, ოტავაში, სადაც დაწყებით სკოლაში სწავლობდა ჯასტინ ტრუდოსთან ერთად, რომელიც მოგვიანებით კანადის პრემიერ მინისტრი გახდა. პერი მოზარდობისას ლოს ანჯელესში გადავიდა. სამსახიობო კარიერის დასაწყისში მან ითამაშა ჩაზ რასელის როლი ფილმში Boys Will Be Boys და მონაწილეობდა სხვადასხვა შოუებში.

ის საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა სერიალით “მეგობრები”- კომედიური ჟანრის სერიალი, რომელშიც მონაწილეობენ ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, დევიდ შვიმერი, მეტ ლებლანკი და ლიზა კუდროუ, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი გახდა.

მეთიუ პერი სერიალში მოუხერხებელ ჩენდლერ ბინგის როლს ასრულებს, ამ როლმა მას 2002 წელს Primetime Emmy-ის ნომინაცია მოუტანა.

სერიალი NBC- ზე 1994 წლის 22 სექტემბრიდან 2004 წლის 6 მაისამდე გადიოდა. სერიალის  ფინალური სერია გავიდა 2004 წლის 6 მაისს და მას უყურებდა დაახლოებით 52,5 მილიონი ამერიკელი მაყურებელი, რამაც ის  გახადა მეხუთე ყველაზე ნახვადი სერიალის ფინალი სატელევიზიო ისტორიაში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *