Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მენიდში მოკლული ალბანელი ქალის ძმის პირველი კომენტარი

მენიდში მოკლული ალბანელი ქალის ძმის პირველი კომენტარი

ორშაბათს დილით, 50 წლის მკვლელი, რომელმაც ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მკვლელობის იარაღი ცხედარზე დარჭობილი დატოვა, აღიარებით ჩვენებას მისცემს პროკურორს. 

50 წლის მკვლელის მიმართ საქმე აღძრულია განძრახ მკვლელობისთვის, უკანონოდ იარაღის ტარებისა და გამოყენებისთვის. 

მოკლული ქალის ძმამ protothema.gr-თან საუბრისას განცხადა, რომ მისი დის ქმარი მის დაზე მაშინაც კი ძალადობდა, როცა პირველ ბავშვზე იყო ორსულად.: “მუდმივად უკან დასდევდა. მოძალადე იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში 3 საჩივარი ფიქსირდება მხოლოდ, ძალადობის შემთხვევა 40-მდე მაინც იყო. ხშირად ემუწრებოდა დანით და მახსოვს, როცა ორსულად იყო პირველ ბავშვზე თავი ქლორში ჩააყოფინა. გამუდმებით ემუქრებოდა ბავშვებსაც, ბევრს სვამდა და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა.”

“გვინდა რომ სამართალმა იზეიმოს და ჩემი და იყოს უკანასკნელი მოკლული ქალი. ერთმანეთს წლინახევრის წინ დაშორდნენ და მან მაინც არ შეწყვიტა მუქარა. ალკოჰოლიკია და ფიქრობს რომ ყველა ვექცევით უსამართლოდ, მაგრამ მისი ქმედებებით გვაიძულებდა ყოველ კვირას პოლიციის დეპარტამენტისთვის მიგვემართა. პოლიცია მას იჭერდა ერთი დღით და მეორე დღეს ათავისუფლებდნენ. ესე ხდებოდა ყოველთვის.. ის ემუქრებოდა არამხოლოდ მის ცოლს, არამედ ჩვენც, მის ოჯახის წევრებსაც..”

მოკლული ქალის ძმამ მის დაზეც ისაუბრა: “საუბარი გვაქვს ადამიანზე, რომელიც იყო დედა და ქალი და ღირსეულად ზრდიდა მის შვილებს, რომელსაც მიუხედავად ამდენი ტანჯვა-წამებისა, ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *