Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მენიდში მოკლული ქალის მკვლელმა აღიარებითი ჩვენება მისცა

მენიდში მოკლული ქალის მკვლელმა აღიარებითი ჩვენება მისცა

ხუთშაბათს დილით 40 წლის ალბანელი ქალი ქუჩაში, მისმა ყოფილმა მეუღლემ უმოწყალოდ მოკლა. 

გამოძიების მიერ ამ დრომდე შეგრვებული მტკიცებულებების თანახმად, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ჩაუსაფრდა და როდესაც დაინახა, რომ ქუჩას კვეთდა, ჩუმად მიუახლოვდა და დანა დაარტყა.
40 წლის ქალს მკვლელმა 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში იმალებოდა, სადაც, როგორც დადგინდა, მუშაობდა კიდეც. ბრალდებულის ოთახის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით ლუდის ბოთლები აღმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა იგი ხშირად მოიხმარდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლს როგორც მარტო, ისე მსხვერპლთან თანაცხოვრების პერიოდშიც. სვამდა და შემდეგ ცოლს ურტყამდა. 

პოლიციამ ბრალდებული უბანში პატრულირებისას შენიშნა და მაშინვე დააკავა. დაკავებისას მას იმდენად დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, რომ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. 

პოლიცია დაკავებულზე საუბრისას აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ერთი წუთითაც არ ნანობს დანაშაულს. 

დაკითხვაზე გადაყვანილმა დაკავებულმა შოკისმომგვრელი აღიარებითი ჩვენება მისცა: “დილით გავიღვიძე და წავედი იმ ადგილას, სადაც ზუსტად ვიცოდი რომ გამოივლიდა დაახლოვებით 5:30 საათისთვის. როგორც კი დავინახე ამოვიღე დანა და დავიწყე მისი დაჩეხვა. შემდეგ გამოვტრიალდი და წავედი სასტუმროში. ადგილზე ცოტახანი დავყავი, შემდეგ ავდექი და წავედი სამშენებლო ტერიტორიაზე სადაც ლუდი დავლიე და ვსვამდი, სანამ პოლიციამ არ დამაკავა.”

პოლიციის კითხვაზე, თუ რატომ გამოასალმა სიცოცხლეს მისი ყოფილი მეუღლე, დაკავებულმა უპასუხა: “ვერ ავიტანე რომ მისი ახალი პარტნიორი ჩემს მანქანას ატარებდა. მე ვმუშაობდი და ის ჩემ ნაშრომ ფულს ჭამდა.”

შეგახსენებთ, რომ დაკავებული პირის წინააღმდეგ მსხვერპლს სამჯერ ჰქონდა საჩივარი შეტანილი პოლიციაში და მის წინააღმდეგ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერიც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *