მეტროსა და ტრამვაის მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა
მეტროსა და ტრამვაის მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა
2026 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საბერძნეთში მეტროსა და ტრამვაის რეისები გახშირდა, მგზავრთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კომპანია ΣΤΑΣΥ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით მეტროს სამ ხაზზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამატებით 5 172 რეისი შესრულდა. ტრამვაიმ კი სექტემბერსა და ოქტომბერში დამატებით 1 278 რეისი განახორციელა.
ყველაზე დიდი ზრდა ტრამვაის მგზავრთა რაოდენობაში დაფიქსირდა, რაც მგზავრების 28%-ს უტოლდება. მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა რაოდენობა 8,2%-ით, ხოლო მეორე და მესამე ხაზებზე 4,6%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, მეტროსა და ტრამვაიში მგზავრობის ბილეთების ვალიდაციამ 6,14%-ით მოიმატა.
მეტროს პირველმა ხაზმა ოქტომბერში ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა, რასაც ნაწილობრივ ახალი მატარებლების დამატებამაც შეუწყო ხელი.
