Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

მექსიკაში ადამიანის ნაშთებით სავსე დაახლოებით 45 ტომარა აღმოაჩინეს

დასავლეთ მექსიკის შტატ ხალისკოში, 40 მეტრიანი  ხევის ძირში აღმოაჩინეს  ადამიანის ნაშთებით სავსე დაახლოებით 45 ტომარა იმ დროს, როდესაც   დაკარგულ შვიდ ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალს ეძებდნენ.

“ორმოცდახუთი ტომარა ადამიანის ნაშთები, რომლებიც ეკუთვნოდა როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს”, – ნათქვამია სახელმწიფო პროკურატურის პრესრელიზში.

ადგილობრივი პოლიცია 20 მაისის მდგომარეობით ეძებდა უკვალოდ დაკარგულ ორ ქალს და ხუთ მამაკაცს, ყველა მათგანი   დაახლოებით ოცდაათ წლამდე .

განცხადებები მათი  გაუჩინარების შესახებ პოლიციაში  წარდგენილი იყო ცალ-ცალკე და სხვადასხვა თარიღით, მაგრამ ხელისუფლებამ ძიების პროცესში აღმოაჩინა, რომ ყველა დაკარგული პირი მუშაობდა ერთსა და იმავე ქოლ ცენტრში.

ადგილი, სადაც გაუჩინარებულები მუშაობდნენ, არც თუ ისე შორს არის იმ ადგილიდან, სადაც ადამიანის ნაშთები იპოვეს.

გამოძიების პირველადი მონაცემებით, ქოლ ცენტრი უკანონო საქმიანობას ეწეოდა. თუმცა, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ გაუჩინარებულთა ახლობლები და ადანაშაულებენ ადგილობრივ ხელისუფლებას გარდაცვლილთა დამნაშავეებად  წარმოჩენის ფაქტზე, რათა ამ ფორმით გადაფარონ ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენული ვითარება, კერძოდ კი, ბოლო წლებში ხალიკოს შტატის სხვადასხვა რაიონში ტომრებში  ან საიდუმლო საფლავებში ასევე  იპოვეს ადამიანის ნაშთები, 2021 წელს კი  გვადალახარას მახლობლად, ტონალაში აღმოაჩინეს დაახლოებით 70 ტომარა , რომელშიც თერთმეტი ადამიანის ნეშტი იყო .

მექსიკაში ბოლო წლებში დაფიქსირებულია 340 000-ზე მეტი მკვლელობა და დაახლოებით 100 000 უკვალოდ  გაუჩინარება, რასაც ხელისუფლება ერთსა და იმავე დანაშაულებრივ ჯგუფს მიაწერს, მას შემდეგ რაც დაიწყო ეგრეთ წოდებული „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი“, ხელისუფლების ფართომასშტაბიანი  ოპერაცია ნარკოკარტელების წინააღმდეგ, სახელმწიფოს   სამხედრო ძალების  მონაწილეობით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *