Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
მსოფლიო

90-იანების შემდეგ პირველად გავიგონეთ ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში – რუსეთი პანიკამ მოიცვა

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­ქა­რის შემ­დეგ, კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა “ვაგ­ნე­რის” ხელ­მძღვა­ნელს, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­სა და რუ­სე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­სტი­ტუტს “როსგვარ­დი­ას” შო­რის პირ­ვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კება მოხდა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ კა­ზა­ჩი ლა­გე­რი­ას­თან და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

“ვაგ­ნერ­მა” “როსგვარ­დია” უკუ­აქ­ცია, თუმ­ცა რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მხა­რე ამ­ბობს, დრო­ე­ბით, რად­გან ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

პრი­გო­ჟინ­ის დაპირისპირება შო­ი­გუ­სა და მის გე­ნე­რა­ლი­ტეტ­თან უკ­რა­ი­ნის ომის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყო.

23 ივ­ნისს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, პრი­გო­ჟინ­მა გა­ავ­რცე­ლა მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს “ვაგ­ნე­რის” ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

“ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­აქვს, უნდა შე­ვა­ჩე­როთ. ვი­თხოვ, არა­ვის გა­გვიწიოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ყვე­ლას, ვინც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გაგ­ვი­წევს, საფრ­თხედ მი­ვი­ღებთ! ჩვენ როსტოვში შევდივართ… თუ ვინმე წინ დაგვიდგება, ყველაფერს გავანადგურებთ” -აცხადებს  პრიგოჟინი.

პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თქმით, მის გან­კარ­გუ­ლე­ბის ქვეშ 25 ათა­სი მებ­რძო­ლია და ყვე­ლა მსურ­ველს, მათ შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, შე­უძ­ლი­ათ, შე­უ­ერ­თდნენ მათ.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ პრი­გო­ჟი­ნის სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა გზავ­ნი­ლი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა “ვაგ­ნე­რის” ბა­ნა­კებ­ზე დარ­ტყმის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ულ პრო­ვო­კა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

ამის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი, თუ რა ხდე­ბო­და რუ­სეთ­ში – “როსგვარ­დი­ა­სა” და “ეფეს­ბე­ში” სამ­ხედ­რო გან­გა­შის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და.

“როსგვარ­დი­ამ” სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, და­მა­ტე­ბით ძა­ლე­ბის გა­და­ის­რო­ლა.

პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და პრი­გო­ჟი­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, თუ რო­გორ უმა­ლავ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პუ­ტინს, ბრძო­ლის ხაზ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

გვი­ან ღამე, არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა სუ­რო­ვი­კინ­მა, რო­მე­ლიც ია­რა­ღით ხელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­გან­გე­ბო ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სამ­ხედ­რო­ებს, მათ შო­რის “ვაგ­ნე­რე­ლებს” სთხოვ­და, არ აჰ­ყო­ლოდ­ნენ პრი­გო­ჟი­ნის მო­წო­დე­ბებს, რადგან ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ჰქონ­დათ.

თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ბრი­გა­დის ყა­ზარ­მე­ბი­დან გა­მოს­ვლა­სა და პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე უარი თქვეს.

რუსი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის­ტე­რი­უ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, მათ ნა­წილს 90-იანი წლე­ბი ახ­სენ­დე­ბო­და, რო­დე­საც მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში ტან­კე­ბი და­დი­ოდ­ნენ… გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რუ­სე­თი რუ­სუ­ლი გუ­გლი­სა და დარ­ჩე­ნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვას აპირებდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *