Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

“მე არ მინდოდა ბავშვების სიკვდილი”- აცხადებს 62 წლის პენსიონერი.

მამაკაცს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ავტომანქანაში ჩაიკეტა  სავარაუდოდ “ორი სახე”ჰქონდა- მეგობრებთან მშვიდი, გაწონასწორებული, ხოლო ოჯახში- მოძალადე.

კვირა საღამომდე 62 წლის მამაკაცი, რომელიც ტყუპ ბავშვებთან ერთად მანქანაში ჩაიკეტა ყოფილი მეუღლის სახლთან და მანქანის აფეთქების მიზნით გაზის ბალონი გახსნა, უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა.

კაცი ყოველგვარ ეჭვზე მაღლა- ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა საჰაერო ძალების პენსიონერი ყველაზე, ვინც მას იცნობდა.

მშვიდი, თავაზიანი, მხიარული. ადამიანი, რომელსაც არასოდეს შექმნია პრობლემები გარშემომყოფებთან ურთიერთობისას.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა სულ სხვაგვარად იყო  ყველაფერი,  როდესაც იმ სახლის კარი იკეტებოდა, სადაც ის მეუღლესთან ერთად განქორწინებამდე ცხოვრობდა.

როგორც ტყუპების დედის ახლობლები ყვებიან, ისინი ხშირად იყვნენ პენსიონერის მხრიდან მეუღლის მიმართ შეურაცხმყოფელი საქციელის მოწმე.

მათ ოჯახში ძალადობას და ჩხუბს ინტენსიური სახე ჰქონდა.

” ბოლო წვეთი” აღმოჩნდა შემთხვევა, როდესაც მამაკაცმა მეუღლის დახრჩობაც სცადა, რის შემდეგაც ბავშვების დედამ განქორწინების  საშუალებით შეძლო  მოძალადისგან თავის დაღწევა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *