Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მინისტრი მილტიადის ვარვიციოტისი თანამდებობიდან გადადგა

პირეას პორტში განვითარებული დრამატული მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საზღვაო გადაზიდვებისა და კუნძულოვანი პოლიტიკის მინისტრმა მილტიადის ვარვიციოტისმა დღეს (11/9) დილით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი ადგილი სახელმწიფო დეპუტატმა, ხრისტოს სტილიანიდისმა დაიკავა.

” წარმოუდგენელია, რომ ბერძენმა მეზღვაურმა ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის საუკუნოვანი წესი დაარღვია და  უბედური ახალგაზრდა ბორტიდან გადააგდო და მიატოვა.

მე ვესაუბრე გარდაცვლილი ადონის ოჯახს და თანადგომა გამოვუცხადე მათ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პატივი მივაგო მის ხსოვნას ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე გავხდი თავდასხმის სამიზნე, რომელიც სულ უფრო და უფრო ტოქსიკურ მახასიათებლებს იძენს. ჩემმა განცხადებამ, რომელიც არასწორად იქნა გაგებული, აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც მე ბოდიში მოვიხადე. მე არანაირად არ ვაიგივებ მსხვერპლს მოძალადეებთან და არ ჩამომიშორებია ის პასუხისმგებლობა, რომელიც გემის მფლობელ კომპანიას აკისრია და რომლის აღებაზეც ის დღემდე უარს ამბობს.

ჩემი პოლიტიკური გზა და ჩემი პირადი ღირსება მკარნახობს, რომ არ დავრჩე ჩემს მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, ამიტომ გადადგომის შესახებ განცხადებით მივმართე პრემიერს”-აღნიშნავს ამჟამად უკვე ყოფილი მინისტრი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *