Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული “ქერა ჯადოქარი” ციხიდან გაათავისუფლეს

გრევენას ციხეში წინასწარი პატიმრობიდან ხუთი თვის შემდეგ 75 წლის მამაკაცი, ზედმეტსახელად “ქერა ჯადოქარი”, რომელიც თესალონიკში მისი არასრულწლოვანი დისშვილის და ამავე დროს ნათლულის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

თესალონიკის სისხლის სამართლის საბჭოს დავალებით, მოხუცი მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვნის გაუპატიურებაში, რომელსაც მან სავარაუდოდ, ალკოჰოლი და ნარკოტიკი მისცა, რათა წინააღმდეგობა არ გაეწია, შემაკავებელი პირობებით გაათავისუფლეს ციხიდან.

ბრალდებულს, სახელით „ქსანთოს მაგოს“, პატიმრობა გასული წლის თებერვალში შეეფარდა და მას შემდეგ გრევენას ციხეში იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების საბჭოსადმი მიმართვაში მან მოითხოვა დროებითი პატიმრობის შეზღუდვის პირობებით შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა.

ამ პირობებში იგი ციხიდან გათავისუფლდა ქვეყნიდან გაუსვლელობის, საცხოვრებელი ადგილის პოლიციის განყოფილებაში გაცხადების, ასევე მსხვერპლთან მიახლოების და არასრულწლოვანთა ღონისძიებებში მონაწილეობის შეზღუდვით.

ბრალდებულს პროკურატურა არასრულწლოვნის განმეორებით გაუპატიურებას და შეურაცხყოფას ედავება. მისთვის მიკუთვნებული ქმედებები, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჩადენილი იყო 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აგვისტომდე, ხალკიდიკის ნეა კალიკრატიაში და სალონიკში, როდესაც მსხვერპლი 16 წლის იყო.

ის უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ დაზარალებულის მხარემ ის განგებ დაადანაშაულა, რადგან მან უარი თქვა მათთვის თანხის მიცემაზე, რომელსაც მისგან ითხოვდნენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *