Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას – რას ამბობს გარდაცვლილის მეგობარი 

მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას – რას ამბობს გარდაცვლილის მეგობარი 

19 წლის მირტოს მეგობარმა ისაუბრა როგორც მირტოზე, ასევე 23 წლის ბრალდებულზე, რომელთან ურთიერთობაც მირტოს ბოლო 1 თვის განმავლობაში ჰქონდა.

“არ მესმოდა კარგი არაფერი ბრალდებულზე. სახლიდან გამოაგდეს მისმა მშობლებმა, ათენში ცხოვრობდა და პროსტიტუციით იყო დაკავებული. თუმცა თავად ამას არ აღიარებდა. გუშინ გამომიგზავნეს ბმული მისი გვერდისა, სადაც ესკორტად არის დარეგისტრირებული. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მირტოს ვთხოვე გაეწყვიტა მასთან ურთიერთობა. ვუთხარი: “ჭკვიანი გოგო ხარ, დამიჯერე, გთხოვ.” მომატყუა რომ იმ ღამეს მის შეყვარებულთან ერთად გადიოდა და წავიდა და ბრალდებულს შეხვდა. ნათქვამი ჰქონდა ჩემთვის, რომ ბრალდებული ათენში აპირებდა დაბრუნებას და აღარ ნახავდა. რაც შეეხება მირტოს მაკიაჟს, რაზეც ყველა საუბრობს, ის არ დადიოდა ყოველდღე მსგავსი მაკიაჟით. მე მეიქაფ არტისტი ვარ და მას მოდელად ვიყენებდი. ფოტოები, რომლებსაც ყველა ატრიალებს პროფესიული ხასიათისაა და ჩემთან აქვს გადაღებული. რაც შეეხება 26 წლის ძალოსანს პოლიციასთან ჰქონდა პრობლემები კეფალონიაში. მირტო არ გადიოდა გარეთ ღამით არასდროს, მირტო ანგელოზი იყო. გიჟდებოდა თავის ძაღლზე. იყო არაჩვეულებრივი მეგობარი, ისეთი მეგობარი როგორიც მირტო იყო, მე მეორე არ მყავს.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *