Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

მიტილინი- ქალმა ქმარს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

წარმოუდგენელი ინციდენტი მოხდა მიტილინში, ადგილობრივ  ბიზნესმენს მეუღლემ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დანაშაულის კონკრეტული მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, როგორც ირკვევა  ამ ყველაფრის  უკან ოჯახური ტრაგედია დგას.

ოჯახმა სამი შვილიდან ორი სხვადასხვა დროს დაკარგა, ერთი მათგანი ზღვაში დაიხრჩო, ხოლო მეორე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

შვილების დაკარგვა  დედამ  ვერ გადაიტანა, რის ფონზეც  მძიმე ფორმის  ფსიქოლოგიური პრობლემები განუვითარდა.

მეზობლების მონათხრობით, ის ხშირად ესხმოდა თავს ქმარს და შეურაცხყოფას აყენებდა,  ამიტომ  მუდმივი კონფლიქტების  გამო მამაკაცი ოჯახიდან წავიდა.

ინციდენტი სავარაუდოდ ოჯახის კუთვნილ ტავერნაში მოხდა, როდესაც ქალმა ქმრის დაწვა სცადა.

თავდაპირველად  დაშავებული მიტილინის საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდეგ,   მდგომარეობის გაუარესების გამო თესალონიკის “პაპანიკოლაუს” საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დაზარალებულს აღენიშნებოდა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები კისრის, გულმკერდის, ზურგის და ფეხების არეში,  მისი სხეულის  ზედაპირის თითქმის 45% დამწვარია.

ქალი მაშინვე დააკავეს და დაკითხეს  მის მიმართ აღძრულია საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *