Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მნიშვნელოვანი რჩევები შავი პარასკევისთვის

მნიშვნელოვანი რჩევები შავი პარასკევისთვის

ყოველთვის, როცა დიდი ფასდაკლებები იწყება მომხმარებლები ცდილობენ მოასწრონ რაც შეიძლება მეტი ფასდაკლებული პროდუქტის შეძენა, რაც ხშირად იწვევს უფრო მეტ გასავალს, ვიდრე ჩვეულებრივ სეზონზე. 

აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როცა მომხმარებელს გააზრებული არ აქვს რა სჭირდება და მოქმედებს ინსტიქტურად (ცდილობს მოასწროს პირველმა ყველაზე მეტი ფასდაკლებული ნივთის შეძენა, განურჩევლად იმისა სჭირდება თუ არა მას ეს კონჯრეტული ნივთი). 

სწორედ ამიტომ ფასდაკლებებზე საყიდლებზე გასვლის დროს დაუსვით თავს კითხვას რატომ გინდათ ნივთის შეძენა და გჭირდებათ თუ არა ის და კარგად გადაამოწმეთ ფასდაკლებული ფასი მოჩვენებითია თუ რეალური.

რაც შეეხება შავ პარასკევს: ნოემბრის თვის ბოლო პარასკევი შავი პარასკევის სახელითაა ცნობილი იმ მასშტაბური ფასდაკლებების და აქციების გამო, რომლებსაც ყოველწელს გვთავაზობს მრავალი მაღაზია.

შავი პარაკსევი მადლიერების დღის მეორე დღეს იმართება ყოველ წელს აშშ-ში. ეს დღე ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად და ზოგიერთ შტატში დასვენების დღედაც კი ითვლება.
ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს. 

ძირითადად „შავი პარასკევი“ ხვდება 24-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში.

2025 წელს შავი პარასკევი 28 ნოემბერს ემთხვევა. პარასკევის დიდი ფასდაკლებების შემდეგ კი მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ Cyber Monday-ს ფასდაკლებებითაც და იშოფინგონ ონლაინ, იმ შემთხვევაში თუ 28 ნოემბერს მაღაზიების სტუმრობას ვერ მოასწრებენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *