Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მონასტირაკის შემდეგ მეტროპოლიტენის მთლიანი ხაზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გახდება

თავისუფლად გადაადგილების მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმება ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პროექტის განხორციელება მონასტირაკის შემდეგ მეტროპოლიტენის მთლიან  ხაზზე, რაც  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთათვის მეტროთი გადაადგილებას  გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.

პროექტის მიზანია  მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება გაუადვილოს და ამ მიზნით სადგურ მონასტირაკზე განხორციელდა საპილოტე ხელმისაწვდომობის პროექტი, რამაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა   შედარებით კომფორტული და  უკეთესი გახადა.

მეტროსადგური მონასტირაკი ათენის ტრანსპორტის სამინისტროს ძალისხმევითა და სუპერფონდის ინიციატივით  აღნიშნული პირებისთვის ამჟამად სრულიად ადაპტირებულია.

სადგურზე  უკვე არის სპეციალური ბილიკები  ინვალიდის ეტლისთვის, ასევე ხაზები, რომელთა დახმარებითაც  მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებს  შეეძლებათ  ხელჯოხის გამოყენებით გადაადგილდნენ  სადგურის შესასვლელიდან ლიფტამდე.

ამასთან ერთად ლიფტში გარდა  მარშრუტის მიმანიშნებელი დაფისა,  გამოყენებულია  ბრაილის შრიფტი უსინათლოთათვის.

„ ჩვენი მიზანია ათენის საჯარო  ტრანსპორტი  იყოს უპირატესი  არჩევანი ჩვენი თანამოქალაქეებისა და ვიზიტორების გადაადგილებისთვის.

იმისათვის, რომ დავიკავოთ პირველი ადგილი  უნდა გვქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები, ამიტომ  ჩვენ  ვახორციელებთ აღნიშნულ პროექტს, რაც თავისთავად ცხადია გაამარტივებს   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წვდომას საჯარო ტრანსპორტის აღნიშნულ სახეობასთან და გავრცელდება მეტროს მთლიან ხაზზე.

დღესდღეობით 30-დან 50 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე  არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომლებიც გადააგდილდებიან არა მხოლოდ მეტროთი, არამედ ავტობუსითაც.

შესაბამისად, გვაქვს სპეციალური  პანდუსები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,  ავტობუსის გაჩერებებზე იგეგმება  სპეციალური  აუდიო შეტყობინების  სერვისის დანერგვა იმისათვის, რომ მათ შეძლონ ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის შესახებ ხმოვანი  ინფორმაციის მიღება, რაც უკიდურესად  მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემების  მქონე პირთათვის, რომელთა  გადაადგილებაც  სირთულეებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად  მეტად  სენსიტიურია.”- განაცხადა პრესასთან OASA-ს მმართველმა დირექტორმა  გიორგოს სპილიოპულოსმა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *