Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

დღეს მგზავრებთან და ჟურნალისტებთან ერთად თესალონიკის მეტროს პირველი სრული მარშრუტი შედგა

დღეს, ხუთშაბათს   ჟურნალისტების თანდასწრებით შედგა თესალონიკის მეტროს პირველი სრული მარშრუტი, ახალი რკინიგზის სადგურიდან პილაიას სადგურამდე.

ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ჩამსხდარიყვნენ ახალგახსნილი მეტროს მატარებელში სადგურიდან “Neos Sidirodromikos Stathmos” და ემგზავრათ ბოლო გაჩერებამდე   პილაიას დეპოში.

მარშრუტის ხანგრძლივობა 17 წუთი იყო, სიჩქარით 80 კილომეტრი საათში.

გავრცელებული ინფორმაციით  მოსალოდნელია  პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკის ჩასვლა თესალონიკში, რომელიც პირადად მოინახულებს ახალგახსნილ მეტროს და შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

პროექტის ინჟინრის, ნიკოლაოს დენის თქმით, სალონიკის მეტროს ერთ-ერთი ინოვაცია არის უსაფრთხო კარის სისტემა,   რომელიც კოორდინირებული იქნება მატარებლის ჩამოდგომასთან  და მხოლოდ  ბაქანზე გაჩერების დროს გაიღება, რაც ავტომატურად გამორიცხავს მოძრაობის პროცესში კარის გაღების ალბათობას.

სიახლეს წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ  თესალონიკის მეტროს მატარებლები  ელექტროენერგიას ქვედა მხრიდან იღებენ, განსხვავებით ათენის მეტროსგან, სადაც მატარებლებს ელექტროენერგია ზედა მხრიდან მიეწოდება.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ამცირებს დენის დარტყმის  რისკს, რადგან  ელექტრო ღერო, რომელიც მატარებელს კვებავს, სპეციალური პლასტმასით არის იზოლირებული.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *