მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, წვიმა და ქარიშხალი – მოიმატებს ხანძრის გაჩენის რისკი
მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, წვიმა და ქარიშხალი – მოიმატებს ხანძრის გაჩენის რისკი
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეიდან საბერძნეთში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარიშხალი.
სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ელვის ინტენსიურ აქტივობას უნდა მიექცეს, რადგან მოსალოდნელია ხშირი და ძლიერი მეხის დაცემა.
ამასთან, მთელი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება სრულიად ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულებზე კი სეზონური ძლიერი ჩრდილოეთის ქარებისა და მაღალი ტემპერატურის კომბინაცია გაზრდის ხანძრის გაჩენისა და სწრაფი გავრცელების რისკს.
მეტეოროლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ხანძარსაშიშ ზონებში უსაფრთხოების წესების დაცვის საჭიროებას.
