Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ისრაელი: ატეხილი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 

ისრაელი: ატეხილი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 

ცენტრალურ ისრაელში ატეხილი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე დასახლებაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს მოხდა. ინფორმაციას ისრაელის პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებენ.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სროლები დასახლებებში: კოხავ იაირში, ცურ იცხაკსა და ცურ ნატანში დაფიქსირდა. დაღუპულია 55 წლის ჰაიმ კალომიტი, რომელიც ადგილობრივი სარეზერვო უსაფრთხოების დანაყოფის წევრი იყო. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაახლოებით 20 წლის არაბი ისრაელის მოქალაქე იყო, რომელიც სამართალდამცავმა ორგანოების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზევე მოკლეს. მოგვიანებით დააკავეს მისი სავარაუდო თანამზრახველიც, რომელმაც დაკავებისას პოლიციელებზე მინის ბოთლით თავდასხმა სცადა, თუმცა მალევე გაანეიტრალეს.

შემთხვევის შემდეგ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი რომ ცოცხლად დაეკავებინათ, მისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლად მიღებული კანონი, რომელიც ტერორისტული თავდასხმებისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, ისრაელის არაბ მოქალაქეებზეც შეიძლება გავრცელდეს.

ამ განცხადებას უკვე მოჰყვა კრიტიკა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებმაც კანონი გაასაჩივრეს.

არაბი ისრაელის მოქალაქეები პალესტინური წარმოშობის მოსახლეობას წარმოადგენენ, რომლებიც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩნენ. დღეს ისინი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 21%-ს შეადგენენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *