Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

მოსამართლეთა და პროკურორთა ასოციაციის პრეზიდენტი: საპარლამენტო იმუნიტეტის მქონე პირები ტემბის პროცესს ხელსაწყოდ იყენებენ და შოუს დგამენ

მოსამართლეთა და პროკურორთა ასოციაციის პრეზიდენტი: საპარლამენტო იმუნიტეტის მქონე პირები ტემბის პროცესს ხელსაწყოდ იყენებენ და შოუს დგამენ

მოსამართლეთა და პროკურორთა ასოციაციის facebook გვერდზე ასოციაციის პრეზიდენტის, ხრისტოფოროს სევასტიდის ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის ტემბში სისხლიანი შეჯახების სასამართლო პროცესზე საუბრობს, რომელსაც ათობით მსხვერპლი ჰყავს. ვიდეო სასამართლოს მეორე პროცესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, რომელსაც ლარისას სამწევრიანი სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლო 1 აპრილს ჩაატარებს.

ხრისტოფოროს სევასტიდისი ყველა პროკურორისა და მოსამართლი სახელით ყველა საკითხს შეეხო. შეგახსენებთ რომ ასოციაციას 3000 წევრი ჰყავს.

“არსებობს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა ცნობილი წრეების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციას ჩაუყარონ საფუძველი. პროცესთან დაკავშირებულები არიან საპარლამენტო იმუნიტეტის მქონე პირებიც, რომლებიც ხელსაწყოდ იყენებენ ტრაგედიას და შოუებს დგამენ სატელევიზიო გადაცემებისა და სოც.მედიის გამოყენებით საკუთარი ინტერესებისთვის და ყურადღების მისაპყრობად. მსგავსი ტიპის ცრუ, ანტისისტებური და რევოლუციური მიდგომა “ხრისი ავღი”-მაც აჩვენა მმართველობის პირველ პერიოდში. ახლაც მშვენივრად გვახსოვს “ხრისი ავღი”-ს ინტერვიუები ტელეარხებზე, რომლებშიც საზოგადოებას ხსნას ჰპირდებოდნენ. დრო გვიჩვენებს რამდენად ძვირად დაუჯდება ჩვენს ერს მსგავს არადემოკრატიულ გადახრებთან შეგუება.” – აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *