Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

მოქალაქეთა რიგები გამთენიიდან პოლიციის განყოფილებებთან-მათ სურთ თავი აარიდონ ახალი ტიპის პირადობის მოწმობის აღებას

საბერძნეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში  შეინიშნება რიგები პოლიციის განყოფილებებთან, რადგან მოქალაქეები ცდილობენ მოასწრონ ძველი ტიპის პირადობის მოწმობების აღება სექტემბრამდე, რათა განაახლონ, რომ ის მოქმედი იყოს კიდევ ათი წლით.

ამ გზით ცდილობენ თავი აარიდონ ახალი ტიპის, ციფრული პირადობის მოწმობების აღებას, რადგან თვლიან, რომ მასში ჩამონტაჟებულია ერთგვარი ჩიპი, რომელიც აფიქსირებს და აღრიცხავსათ მათ  ადგილსამყოფელს თუ გადაადგილების მარშრუტს.

აღნიშნული ახალი ტიპის ციფრული პირადობის მოწმობების გაცემა საბერძნეთში სექტემბრის შუა რიცხვებიდან არის დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილი ჯერ კიდევ შუაღამიდან იკავებს რიგს პოლიციის განყოფილებების წინ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო დაცვის მინისტრმა იანის იკონომუმ ისაუბრა:

„ახალ საიდენტიფიკაციო დოკუმენტში არაფერია უცხო და ანტიქრისტიანული და ვინმესგან მისი დემონიზება სრულიად უადგილოა. ეს არის საბერძნეთის სამოგზაურო საშუალება, რომელიც ერგება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოდ მოგზაურობის შესაძლებლობას და თავსებადია ევროკავშირში ჩვენს ვალდებულებებთან.

მათ ვინც წამლავს ადამიანთა გონებას, უნდა იცოდეს, რომ სამყარო, კაცობრიობა ნაზიარებია განმანათლებლობასთან და საბერძნეთი 21-ე საუკუნეშია.”- აღნიშნა მან.

კითხვაზე, იქნება თუ არა მოქმედი ძველი პირადობის მოწმობები ახლის გაცემის შემდეგ, ბატონმა იკონომუმ აღნიშნა, რომ არსებობს კონკრეტული კანონმდებლობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განხორციელდეს ძველი პირადობის მოწმობების სინქრონიზაცია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც არსებობს ახალი პირადობის მოწმობების გამოყენებისას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *