ალექსანდრუპოლში ხანძარი კვლავ მძვინვარებს-საფრენი აპარატებიდან წყლის დასხმა დაიწყო
სახანძრო სამსახურის სახმელეთო ძალები, მოხალისეები და მოსახლეობა ალექსანდრუპოლში, რომლებიც თავიანთი საკუთრების დაცვას ცდილობენ, ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ, ხოლო თენებისთანავე საჰაერო ძალებმა ცეცხლის აქტიურ ფრონტებზე წყლის დასხმა დაიწყეს.
სახანძრო დეპარტამენტის ცნობით ადგილზე იმყოფება 198 მეხანძრე-მაშველი, 26 საფეხმავლო განყოფილების ბრიგადა და 59 მანქანა. მოქმედი საჰაერო საშუალებებიდან კი 4 თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი. მათ დახმარებას უწევენ საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მოხალისე მეხანძრეები, ასევე წყლის ტანკერები.
ასევე მიმდინარეობს ძალისხმევა ალექსანდრუპოლის ინდუსტრიული ზონის დასაცავად, რადგან ძლიერი ქარი ჭარბობს რეგიონის ტერიტორიაზე რომელიც ართულებს სალიკვიდაციო სამუშაოებს და ქმნის ხანძრების ხელახალი გაჩენის საფრთხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძანძრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაშავდა შვიდი მეხანძრე, თუმცა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
