Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

მსოფლიო ძალები ცდილობენ გააკონტროლონ მოვლენები ახლო აღმოსავლეთში

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და იტალიისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა გუშინ, კვირას, ერთობლივ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს მათი მხარდაჭერა ისრაელისადმი და მისი დაცვის უფლება. თუმცა მათ ერთდროულად მოუწოდეს ისრაელის სამხედროებს დაეცვათ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი და დაეცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი ოპერაციების პროცესში.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივით, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ლიდერები მიესალმნენ ორი მძევლის გათავისუფლებას და ყველა დანარჩენის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამშაბათს გაემგზავრება თელ-ავივში, სადაც ძირითადად შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

თავის მხრივ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცოტა ადრე გამოაცხადა X პლატფორმაზე (ყოფილი Twitter) ისრაელში საფრანგეთის პრეზიდენტის სამშაბათს და ჰოლანდიის პრემიერ მინისტრ მარკ რუტეს ორშაბათს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელში ჩადის ორ კვირაში მას შემდეგ, რაც პალესტინის ჰამასის მიერ ისრაელის მიწაზე სასიკვდილო თავდასხმებს ემსხვერპლა მინიმუმ 1400 ადამიანი, მათ შორის 30 საფრანგეთის მოქალაქე. ასევე, შვიდი ფრანგი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება: “ახალგაზრდა ქალი მძევლად არის აყვანილი, ხოლო „დანარჩენი ექვსიც შესაძლოა მძევლად არის აყვანილი, თუმცა ამის დადასტურება ძნელია“, – თქვა მაკრონმა.

მან განაცხადა, რომ ჩავა ახლო აღმოსავლეთში, თუ ამ ვიზიტის წყალობით მოახერხებს რეგიონის შესახებ „სასარგებლო ინფორმაციის მიღებას“.

აქვე საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოხატა სრული მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მათ “თავდაცვის უფლებაში”, მაგრამ ასევე მოუწოდა მათ ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი უკვე ჩავიდნენ ისრაელში, ასევე ჩავა იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი შაბათს.

ჯო ბაიდენმა კვირა საღამოს ტელეფონით განიხილა ომი ჰამასსა და ისრაელს შორის მაკრონთან, კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან, ოლაფ შოლცთან, ჯორჯია მელონთან და რიში სუნაკთან.

 

ისრაელის დარტყმები ღაზაში სამ საავადმყოფოსთან:

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დილით ადრე დაბომბეს ღაზას სექტორის სამი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, იტყობინება პალესტინის მედია. ჯერჯერობით უცნობია, დაზარალდა თუ არა საავადმყოფოები. ისრაელის სამხედროებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვა მოხდა ჩრდილოეთით შიფას, ალ ყუდსის და ინდონეზიის საავადმყოფოებთან.

ინდონეზიის საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია Al Jazeera-ს განუცხადა, რომ ისრაელის დაბომბვამ გამოიწვია სერიოზული ზიანი და დაზიანებები, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ შეძლო ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადამოწმება.

დანარჩენ ორ ჰოსპიტალში ან მის მახლობლად დაშავებულები ან დაზიანება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

პალესტინის წითელმა ნახევარმთვარემ 14 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ისრაელის არმიამ ალ-კუდის საავადმყოფოს ევაკუაცია გასცა. ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეუძლებელი იყო ავადმყოფებისა და დაშავებულების ტრანსპორტირება.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *