Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

მუზეუმების საერთაშორისო დღე: უფასო შესვლა, ღონისძიებები და აქტივობები მუზეუმის სივრცეებში

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან   დაკავშირებით როგორც ყოველ წელს, წელსაც ძალიან ბევრი ბერძნული მუზეუმი ემზადება სხვადასხვა ღონისძიებებითა და აქტივობებით.

აკროპოლის მუზეუმში შესვლა თავისუფალი იქნება საზოგადოებისთვის დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე,  როგორც ახალგაზრდების, ასევე ხანდაზმულებისთვის, რათა დატკბნენ მისი ძვირფასი კოლექციების შთამბეჭდავი ექსპონატებით.

წლევანდელი ზეიმის თემაა „მუზეუმები, მდგრადობა და ცხოვრების ხარისხი“ და სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდება მუზეუმების როლზე, როგორც ბავშვების გართობის, კრეატიულობისა და სოციალიზაციის  ელემენტზე, რომელიც აუცილებელია მათი კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ამ კონტექსტში, აკროპოლის მუზეუმი იწვევს  პატარებს საბავშვო კუთხეში , სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მეორე სართულზე.

იქ ისინი იპოვიან სენსორულ ეკრანებს სახალისო ციფრული თამაშებით და სასიამოვნო ვიდეოებით, რომლებიც აცოცხლებენ უძველეს მითებს, მოგვითხრობენ მომხიბვლელ ამბებს და ავლენენ ძველ ათენელთა ყოველდღიური ცხოვრების ასპექტებს.

ამასობაში, რამდენიმე დღით ადრე, შაბათს, 13 მაისს, აკროპოლის მუზეუმი მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ მუზეუმების ევროპულ ღამეში , გახანგრძლივებული გახსნის საათებით, დილის 9 საათიდან შუაღამემდე და უფასო შესვლა საღამოს 8 საათიდან.

ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საღამოს შუქის ქვეშ დაათვალიერონ შთამბეჭდავი არტეფაქტები, ხოლო იმავე საათებში,  მეორე სართულზე იმუშავებს  რესტორანი.

გარდა ამისა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ ტურებში , თემაზე “ხელოვნება და გარემო”, რომელიც ფოკუსირებულია გარემოსთან დაკავშირებულ ნამუშევრებზე, ან ხაზს უსვამს ბუნებაში ადამიანის ჩარევის შედეგებს და მასალების ხელახალი გამოყენების მნიშვნელობას.

ასე რომ, როგორც ქალაქი, რომელიც მასპინძლობს ქვეყნის  ტერიტორიაზე უმსხვილეს და მნიშვნელოვან მუზეუმებს, ათენი აქტიურად  მონაწილეობს  მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში, შესაბამისად ათენის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაცია დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მოაწყობს  ღონისძიებებს და  საგანმანათლებლო პროგრამებს უფასო მონაწილეობით.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *