მფლობელი კომპანიები სექტემბრიდან საგზაო პუნქტებზე გადასახადების გაზრდას გეგმავენ
საბერძნეთის ფასიანი გზატკეცილების მფლობელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს გაზარდონ მოქალქეების მიერ გზატკეცილებით სარგებლობის გადასახადი, რასაც ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელიც აცხადებს, რომ ყველა შესაძლო ზომას გადადგამს ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად.
სამინისტროს ცნობით, ფასიანი გზატკეცილების მფლობელმა კომპანიებმა 2023 წლის 3 ივლისს წერილობითი შეტყობინებით მიმართეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გენერალურ დირექტორატს და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის აპარატს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საჭიროა სამუშაო შეხვედრის გამართვა აღმასრულებელ დირექტორთან, რათა მოხდეს 2023 წლის საფასურის კორექტირება, საკონცესო ხელშეკრულებების არსებული ჩარჩოებიდან გამომდინარე“.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, მინისტრმა და მისმა მოადგილემ 18 და 24 ივლისს გამართეს შეხვედრები.
ეს იყო სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება, ეპოვათ რეალური გამოსავალი, რომელიც არ დაამძიმებს მოქალაქეებს 2023 წლისთვის და ამ მიმართულებით განიხილეს ალტერნატიული სცენარები.
როგორც ცნობილი გახდა, კონცესიონერებმა 2023 წლის 28 ივლისით დათარიღებული ახალ წერილში კვლავ მიმართეს მენეჯმენტს, რადგან ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრისგან ამ საკითხის მოგვარების შესახებ ინფორმაცია არ მიიღეს.
ამრიგად, როგორც კონცესიონერები აცხადებენ, მომავალი თვიდან (სექტემბერი) აპირებენ მგზავრობის საფასურის მნიშვნელოვან ზრდას (12%-ით).
როგორც აღინიშნა, სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა მიაღწიოს კომპანიების ცალმხრივი ქმედებების შეჩერებას.
