Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

კვიპროსი: კატებში გავრცელებულმა კორონავირუსის ეპიდემიამ 300 000 ცხოველი იმსხვერპლა-8 000 ჰოსპიტალიზირებულია ვეტერინარულ კლინიკებში

კვიპროსში, კატებში გავრცელებულმა კორონავირუსის ეპიდემიამ 300 000 ცხოველი იმსხვერპლა, 8,000 კი  ჰოსპიტალიზირებულია ვეტერინარულ კლინიკებში. მთავრობამ გადაწყვიტა მათთვის იმ ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება ადამიანების სამკურნალოდ.

კვიპროსში კატებს შორის ეპიდემია Deutsche Welle-ს ცნობით, წლის დასაწყისში დაიწყო. 4 აგვისტოს მთავრობის სპიკერმა შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო კატებისთვის ანტივირუსული პრეპარატების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება ვეტერინარულ ოფისებში და ვეტერინარის რეცეპტით.

წლის დასაწყისიდან, ექსპერტების აზრით, ასობით ათასი ცხოველი დაავადდა, ხოლო რვა ათასზე მეტი ჰოსპიტალიზირებულია ვეტერინარულ კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით.

ვეტერინარი მარიოს მაიკლი DW-სთან მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ ეპიდემია გაჩნდა კვიპროსში წლის დასაწყისში, როდესაც კორონავირუსის შტამი ინფექციურ პერიტონიტში გადაიზარდა. მისი სიმპტომებია ცხელება, სიყვითლე და შებერილობა. ექიმის თქმით, იყო  ასობით შემთხვევა, როდესაც კატები ვეტერინარულ კლინიკებში მანქანის შეჯახების შემდეგ იქნენ მიყვანილი, მაგრამ საბოლოოდ, ტესტებმა აჩვენა, რომ ეს იყო ინფექციური პერიტონიტით გამოწვეული ნევროლოგიური პრობლემები.

ვარაუდობენ, რომ ათიათასობით კატა დაიღუპა ინფექციური პერიტონიტის შედეგად, ზოგიერთი შეფასებით რაოდენობა გაცილებით დიდია და ექვსნიშნა რიცხვს აღწევს. გასულ კვირას 300,000 მკვდარი ცხოველი დაფიქსირდა, თუმცა ეს ინფორმაცია სადავოა, რადგან კვიპროსის მთლიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა ოფიციალურად დადგენილი არ არის.

მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებოდა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ, ხელმისაწვდომი გახადოს კატებისთვის, ერთადერთი ღონისძიებაა კატებში ეპიდემიის შეკავების მიზნით. მეორე გადაწყვეტილება ეხება დიდი ბრიტანეთიდან ვეტერინარული წამლის იმპორტის დამტკიცებას, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა კატების ინფექციური პერიტონიტის სამკურნალოდ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *