Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მძარცველები სახლში შეიჭრნენ – თავდასხმის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა

მძარცველები სახლში შეიჭრნენ – თავდასხმის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა

ჯოჯოხეთის გავლა მოუწია წყვილს ხალკიდიკიდან, რომელსაც თავს საკუთარ სახლში მძარცველები დაესხნენ. 

შემთხვევა 25 აპრილს ნეა სკიონში გამთენიისას მოხდა, როცა 4 მძარცველი აივნიდან სახლში შეიჭრა. მათ 62 წლის კაცი უმოწყალოდ სცემეს და შემდგომ წყვილი სააბაზანოში ჩაკეტეს.

დაშავებულს დაზიანებები თავისა და სხეულის არეში აქვს მიყენებული. 

წყვილმა დამოუკიდებლად მოახერხა სააბაზანოდან გამოსვლა და პოლიციაში დარეკა.

62 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება მძარცველების ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *