კრეტა: არასრულწლოვანი მოტოციკლეტისტი 94 წლის ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
კრეტა: არასრულწლოვანი მოტოციკლეტისტი 94 წლის ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
სხეულის მრავალგზის მოტეხილობებით გადაიყვანეს მოხუცებული საავადმყოფოში, რომელსაც მოტოციკლეტი დაეჯახა.
neakriti.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებულს მოტეხილი აქვს მუხლი, კეფის ძვალი და აღენიშნება დაზიანებები სხეულის არაერთ ნაწილში.
ექიმები აცხადებენ რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ქალბატონი 94 წლის არის და მისი ოჯახისწევრების სიყვარულისა და მზრუნველობის წყალობით ამ ასაკამდე ჯანმრთელი და სახსალამათი მოვიდა. ამ ასაკამდე დამოუკიდებლად შეეძლო მიეხედა თავისთვის და გადაადგილებულიყო. სწორედ ერთ-ერთი გეგმიური გასეირნებისას მოხდა ეს უბედური შემთხვევა.” – აცხადებს დაშავებულის ოჯახის წევრი.
Facebook Comments Box
