Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მძიმე სამუშაო შემთხვევა ვოლოსში – 44 წლის მამაკაცი დიდი სიმაღლიდან ავზში ჩავარდა

დღეს დილით ვოლოსში სამუშაო შემთხვევა მოხდა. კერძოდ, 09:00 საათის შემდეგ, ყველის ქარხნის მუშა მძიმედ დაშავდა, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დიდი სიმაღლიდან პლასტიკატის ავზში  ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელმაც 44 წლის მამაკაცი  ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანა.

თავდაპირველად დაშავებული ველესტინოს ჯანდაცვის ცენტრში მიიყვანეს, თუმცა სიტუაციის კრიტიკულობიდან გამომდინარე საჭიროდ ჩათვალეს მისი “ახილოპულიოში” გადაყვანა.

44 წლის მამაკაცს დაზიანებები მთელ სხეულზე აქვს მიყენებული.  ექიმები მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

ვოლოსის შრომის ცენტრის პრეზიდენტმა თანასის პაპადიმოპულოსმა განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია უკვე ქარხანაშია და იკვლევს შემთხვევის გარემოებებს, იყო თუ არა დაცული  უსაფრთხოების წესები.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *