მხარდაჭერა განათლებაში: სტრატეგია მზრუნველობას მოკლებულ ლტოლვილ არასრულწლოვანთათვის
“იოლი არაფერია, მაგრამ ცოტა ძალისხმევით ყველაფერს აუცილებლად მივაღწევთ” – ეს იყო ახალგაზრდა, მზრუნველობას მოკლებული ლტოლვილი ბავშვის, დებას პირველი სიტყვები, როდესაც გაიგო მისი წარმატების შესახებ საბერძნეთის ეროვნულ გამოცდებში.
მიუხედავად იმისა, რომ ის საბერძნეთში მხოლოდ სამი წლის წინ ჩამოვიდა და ინტერკულტურულ სკოლაში სწავლობდა, მოახერხა ფრანგული ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოხვედრა, რითაც მან ოცნება აიხდინა.
დებას მაგალითი დადასტურებაა იმისა, რომ იმიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა დაცვის სტრატეგიის ძირითადი ღერძი და მზრუნველობას მოკლებულ არასრულწლოვანთა შეუფერხებელი ინტეგრაცია ბერძნულ საზოგადოებაში, არის იმიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს პრიორიტეტი და ეროვნული სტრატეგიის ნაწილი.
მათი წარმოშობის ქვეყნიდან იძულებით წასვლისას, უპატრონო ლტოლვილი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში არიან მათი ასაკის, ოჯახის, სახლთან და წარმოშობის ქვეყანასთან განშორების გამო, ისინი ექვემდებარებიან სხვადასხვა რისკებს და ხშირად დისკრიმინირებულნი არიან, ან განიცადეს ტრავმული გამოცდილება არა მხოლოდ მათი წარმოშობის ქვეყანაში, არამედ მოგზაურობის დროსაც.
„ბოლო წლებში სულ უფრო მეტი უპატრონო არასრულწლოვანი შემოდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოსახლეობის ამ ჯგუფის ძირითადი სასიცოცხლო მოთხოვნილებების გარდა, პრიორიტეტია განათლება და სოციალური ურთიერთქმედება, რაზეც ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ“, – აღნიშნავს ბ-ნი ირაკლი მოსკოფი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ინსტიტუციური დაცვის გენერალური მდივანი .
კერძოდ, უპატრონო არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებით, რომლებიც განიცდიან იძულებით გადაადგილებას ის აღნიშნავს:
„ხშირ შემთხვევაში, ლტოლვილი არასრულწლოვნები არ დადიან სკოლაში რეგულარულად და სჭირდებათ დრო და სპეციალიზებული მხარდაჭერა ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის. მათი უსაფრთხო სოციალური ინტეგრაცია განუყოფლად არის დაკავშირებული მათ ჩართვასთან ფორმალური განათლების სისტემაში, სადაც ისინი სოციალიზდებიან და ურთიერთობენ თანატოლებთან. სკოლას აქვს უნარი უზრუნველყოს ამ ბავშვებისთვის ნორმალური გარემო, რასაც ჩვეულებრივ, მოკლებულნი არიან. დაცულ სასკოლო გარემოში ბავშვების ჩართვა იცავს მათ მრავალჯერადი რისკის ზემოქმედებისგან, რამაც შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს მათ ისედაც დატვირთულ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
საშუალო სკოლის მიტოვების მაჩვენებლის დროული აღმოფხვრა, სკოლაში ინტეგრაცია, ყოველდღიური დასწრების გაძლიერება და საბოლოოდ ფორმალური განათლების პროგრამის დასრულება არის მიზნები, რომელთა მიღწევა შესაძლებელია ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებების, ე.ი. სკოლების ურთიერთთანამშრომლობითა და პარტნიორობით, რაშიც აქტიურად არის ჩართული არაფორმალური განათლების განყოფილება, ანუ იმ სტრუქტურების მასწავლებლები, სადაც უპატრონო არასრულწლოვანები არიან განთავსებულნი, ასევე განსახლების სტრუქტურის მთელი პერსონალი“.
