Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთი

ტრანსპორტის დეპარტამენტი ქაღალდის სამგზავრო ბილეთების გაუქმებას გეგმავს

ტრანსპორტის სამინისტროს ქაღალდის ბილეთებიდან მობილურ ტელეფონზე გადასვლა სურს, რომელიც ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტში  “ბილეთის” ფუნქციასაც შეითავსებს.

მგზავრებს შეეძლებათ ისარგებლონ აპლიკაციით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მგზავრობის საფასური გადაიხადონ მხოლოდ მობილურით, NFC ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც ყველა ახალი თაობის მობილურს აქვს მხარდაჭერილი.

ანუ ბილეთის ან ულიმიტო ბარათის ნაცვლად მგზავრი გისოსებს მობილური ტელეფონით გახსნის.

ქაღალდის ბილეთის ეტაპობრივი ამოღება ხელს შეუწყობს უბილეთო მგზავრთა ნაკადის  შემცირებას, ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში.

თავის მხრივ OASA-ს თანამშრომელთა კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრმა ფოტის ნიკოლაკოპულოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მგზავრს ახლა შეუძლია გამოიყენოს თავისი საკრედიტო ბარათი ავტობუსებში, რადგან ბევრი გაჩერებაა და თითოეულში ბილეთების აპარატების განთავსება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუმცა, ღონისძიების განხორციელების შემთხვევაშიც, ქაღალდის ბილეთების გაცემა გაგრძელდება ხანდაზმულთათვის და მათთვის, ვინც არ იცნობს ტექნოლოგიას, მაგრამ მათი გამოყენება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *