ნავპლიო: პალამიდის ციხესიმაგრიდან ხანდაზმული ტურისტის ჩამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო
ნავპლიო: პალამიდის ციხესიმაგრიდან ხანდაზმული ტურისტის ჩამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო
ნავპლიოში ისტორიულ პალამიდის ციხესიმაგრეში ხანდაზმული გერმანელი ტურისტის დასახმარებლად სახანძღო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.
ტურისტმა ისტორიული ციხესიმაგრის კიბეებზე ასვლისას გონება დაკარგა. რთული რელიეფისა და ციცაბო ფერდობის გამო ადგილზე სწრაფად გამოიძახეს სახანძრო სამსახური.
ოპერაციაში ექვსი მეხანძრე და სამი სპეციალური ავტომობილი მონაწილეობდა. მაშველებმა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ტურისტამდე მიაღწიეს, იგი კიბეებიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის (ΕΚΑΒ) თანამშრომლებს გადასცეს. მამაკაცი შემდეგ არღოლისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პალამიდის ციხესიმაგრე ვენეციელებმა 1687 წელს ააგეს. ციხესიმაგრე ზღვის დონიდან დაახლოებით 216 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ციხესიმაგრეში ფეხით ასვლა განსაკუთრებით რთულია გზა უზარმაზარი კიბით მიდის, რომელსაც ტრადიციულად „999 საფეხურს“ უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში 857 საფეხური აქვს.
