Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

მაზონაკისის გარდაცვალების დღეს ექიმებმა დეფიბრილატორთან დაკავშირებით ზარი განახორციელეს

მაზონაკისის გარდაცვალების დღეს ექიმებმა დეფიბრილატორთან დაკავშირებით ზარი განახორციელეს

გიორგოს მაზონაკისის გულის გაჩერების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დამატებითი ინფორმაცია სამედიცინო აღჭურვილობის მომწოდებელმა გიორგოს ადამოპულოსმა გაავრცელა. სწორედ მისმა კომპანიამ მიაწოდა დეფიბრილატორი კარნეადუს ქუჩაზე მდებარე ექიმის კაბინეტს.

ადამოპულოსის თქმით, 16:26 საათზე კაბინეტიდან დაახლოებით ერთწუთიანი სატელეფონო ზარი განახორციელეს. თანამშრომლები დეფიბრილატორის ჩართვასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა მისთვის არ უთქვამთ, რომ აპარატი გადაუდებელი შემთხვევის დროს პაციენტის დასახმარებლად სჭირდებოდათ.

მისი თქმით, საუბრის დროს ექთანმა უთხრა, რომ დეფიბრილატორს პრობლემა ჰქონდა. მომწოდებელმა ჰკითხა, ჩართული იყო თუ არა აპარატი და ჩანდა თუ არა მოწყობილობაზე მწვანე ან წითელი ინდიკატორი. თანამშრომელმა უპასუხა, რომ არცერთი ნათურა არ ჩანდა.

ამის შემდეგ ადამოპულოსმა იკითხა, დაყენებული იყო თუ არა აპარატში ელემენტი. როგორც მან აღნიშნა, კაბინეტში უთხრეს, რომ ელემენტი მხოლოდ იმ მომენტში ჩასვეს და მანამდე შეფუთვაში ინახებოდა.

მომწოდებლის განცხადებით, მან თანამშრომლები გააფრთხილა, რომ არ იყო დარწმუნებული აპარატი იმუშავებდა თუ არა. თავდაპირველად მას კაბინეტის მდივანი ესაუბრა, შემდეგ კი ექიმი.

დეფიბრილატორი კლინიკამ 2022 წლის ივლისში შეიძინა. ადამოპულოსის ინფორმაციით, მისი ელემენტის მუშაობის სავარაუდო ხანგრძლივობა დაახლოებით სამი წელია და კლინიკას მისი გამოცვლა მანამდე არ მოუთხოვია. თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო მიზეზია და საბოლოო პასუხი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მაზონაკისის ოჯახის ადვოკატმა ხარალამბოს ლიკუდისმა დეფიბრილატორის გაუმართაობასთან დაკავშირებით სერიოზულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აპარატის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა მომღერლის გადარჩენისთვის.

ადვოკატის თქმით, 16:26 საათზე დეფიბრილატორთან დაკავშირებით განხორციელებული ზარი უკვე ძალიან გვიანი იყო, რადგან მაზონაკისდ დიდი ხნის წინ გგაუჩერდა გული. სწორედ ამ დროს მივიდა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *