Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ 16 წლის მოზარდი კომაში ჩავარდა

ათენში, ვირონას დასახლებაში მდებარე მიტოვებულ შენობაში, ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარების შემდეგ 16 წლის გოგონა კომაში ჩავარდა და ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია ათენის ცენტრალურ საავადმყოფოში.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ხასიათდება როგორც შეუქცევადი, რამდენადაც თავის ტვინი უკვე მკვდარია.

მედიის ცნობით, 16 წლის გოგონა და მისი მეგობარი სხვა 17 წლის არასრულწლოვანმა ვირონაში, მიტოვებულ სახლში მიიწვია. იქ მათ მოიხმარეს ნარკოტიკული ნივთიერებები კანაფი და „შიშა“, რომელსაც ქუჩებში „ღარიბების კოკას“ უწოდებენ.

მეორე დილით მეგობარმა 16 წლის მოზარდი დაინახა ღია თვალებით და სისხლიანი. მან მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც გოგონა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმებმა ზეადამიანური ძალისხმევა განახორციელეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რადგან არასრულწლოვანს თავის ტვინის სიკვდილი დაუდასტურდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *