Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

რა გზას მიმართა ვასო ლასკარაკმა რომ მომატებული კილოგრამები გაეკონტროლებინა

რა გზას მიმართა ვასო ლასკარაკმა რომ მომატებული კილოგრამები გაეკონტროლებინა

ვასო ლასკარაკმა გადაცემა «Όλα για τη ζωή μας»-ში ისაუბრა მისი კვების რეჟიმზე და წლებზე, როცა უკონტროლოდ მოიმატა წონაში.

მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, რომ არასდროს უფრთხილდებოდა დიდად მისი კვების რეჟიმს. თუმცა 30 წლის შემდეგ დაიწყო გაკონტროლება თუ რას ჭამდა.

“30 წლის რომ გავხდი მაშინ დავიწყე დაკვირვება რა პროდუქციას მივიღებდი დღის განმავლობაში. ათენიდან სალონიკში გადაბარგებამ ძალიან ამირია კვების რეჟიმი, უზომოდ ვჭამდი. ყოველთვის სახლში ვამზადებდი საჭმელს და ახლაც ასეა, თუმცა როცა ხანგრძლივი ყოველდღიური გადაღებები მქონდა ამისთვის დრო არ მრჩებოდა. შემდეგ თეატრი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, სპექტაკლების შემდეგ გვიან გავდიოდით ხოლმე სავახშმოდ, რადგან სპექტაკლამდე ჭამას ვერ ვასწრებდით.”

“როცა დავინახე, რომ წონაში საგრძნობლად მოვიმატე ვთქვი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ავირჩიე სწორი კვების რეჟიმი და დავიწყე ვარჯიში. შედეგი მალევე დავინახე, თუმცა ორსულადაც მალევე დავრჩი. ორსულობას ჯანმრთელობის პრობლემები არ შეუქმნია და არც წონა მომმატებია დიდად, რადგან ორსულობის პერიოდშიც ჯანსაღად ვიკვებებოდი და ვვარჯიშობდი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *