Latest news
ათენი: ჩემოდანში ნაპოვნი ცხედარი 24 წლის ქალს ეკუთვნის კარდიცა პროექტ Horizon Europe-ის მთავარი საპილოტე ქალაქი იქნება პაფოს: 51 წლის კაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს პოლიცია ჩემოდანში ნაპოვნი ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად მუშაობს ათენი: ჩემოდანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს კორიდალოს სადგურზე 15 წლის ბიჭს ძალის გამოყენებით ოქროს ჯაჭვი ჩამოგლიჯეს ლარისა: დასუფთავების თანამშრომელმა 2000 ევროს ღირებულების ტელეფონი იპოვა და მფლობელს გადასცა საბერძნეთში პირველი საშობაო ნაძვის ხე აინთო სალმა ჰაიეკი 60 წლის ასაკში: ადრე ასაკი მაშინებდა, ახლა კი ცხოვრებით ვტკბები დაშავებული სტუდენტი სტუდენტებზე თავდასხმის მომენტს იხსენებს
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლარისა: დასუფთავების თანამშრომელმა 2000 ევროს ღირებულების ტელეფონი იპოვა და მფლობელს გადასცა

ლარისა: დასუფთავების თანამშრომელმა 2000 ევროს ღირებულების ტელეფონი იპოვა და მფლობელს გადასცა

ქალაქ ლარისაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, იანნის დალანიკასმა, მისი პატიოსანი ქმედებით საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მან ქუჩაში 2 000 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა.

როგორც თავად ჰყვება, ტელეფონი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქუჩიდან უკანონოდ გაკრული პლაკატების ჩამოხსნის პროცესში იპოვა. მოწყობილობაზე მითითებული ნომრით დაუკავშირდა მფლობელის ოჯახს და ტელეფონის დაბრუნება შესთავაზა.

მფლობელის მეუღლემ მადლობის ნიშნად მას 50 ევრო შესთავაზა, თუმცა იანნიმ თანხის მიღებაზე უარი თქვა და ურჩია, ეს ფული შვილიშვილებისთვის დაეტოვებინა. 

თანამშრომლის კეთილსინდისიერი საქციელის გამო მისმა დამსაქმებელმა იანნის დაჯილდოება გადაწყვიტეს და ორი დღით საპატიო შვებულებაც შესთავაზეს. თუმცა მან ამაზეც უარი განაცხადა.

„მე უბრალოდ ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა“, – განმარტა მან.

საუბრის დასასრულს იანნის დალანიკასმა მნიშვნელოვანი გზავნილიც გააჟღერა:

„სიკეთე საქმით უნდა ვაკეთოთ და ეს ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ“.

მისი საქციელი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პატიოსნება და ადამიანობა ჯილდოსა და მატერიალურ სარგებელზე ბევრად ძვირფასი ღირებულებებია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *