ორესტიადა: დააკავეს პირი, რომელიც თავს ექიმად ასაღებდა და თაღლითური გზით მოქალაქეებს თანხას სძალავდა
ორესტიადაში პოლიციის საფუძვლიანი გამოძიების შედეგად თაღლითობის ორი საქმე გაიხსნა.
კერძოდ, გუშინ, შაბათს (21.10) პოლიციამ ქალაქ აკრიტიში უცხოელი დააკავა, რომლის მიმართ დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, მასში მონაწილეობისა და თაღლითობის ბრალდებით საქმე აღიძრა. შესაბამისი საქმის მასალებში ასევე იძებნებიან სხვა თანამზრახველებიც.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ მოძალადეებმა დაზარალებულებს ტელეფონით დაურეკეს და თავი წარუდგინეს როგორც ექიმებმა იმ საბაბით, რომ მათი ნათესავი ავტოკატასტეოფაში მოყვა და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, რისთვისაც მათ მოითხოვეს თანხა.
საბოლოოდ, მოძალადეებმა მოახერხეს ქალის მოტყუება, დაარწმუნეს ის და შემდეგ მოითხოვეს თანხის წინასწარ დადგენილ პუნქტში მიწოდება ზემოაღნიშნულ დაკავებულ მოძალადესთან. ამავე მეთოდით ცდილობდნენ სხვა ქალის მოტყუებასაც, თუმცა საბოლოოდ არ გამოუვიდათ.
ორგანიზებული საპოლიციო ოპერაციის შემდეგ ორესტიადას უშიშროების ქვედანაყოფის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ზემოაღნიშნული დამნაშავე, როდესაც მივიდა დანიშნულ ადგილზე, რომელიც მისმა თანამზრახველებმა მიუთითეს და წაიღო თანხა, რომელიც შემდეგ პოლიციამ ამოიღო და დაუბრუნა დაზარალებულს. გარდა ამისა, ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც დამნაშავეები მსხვერპლს უკავშირდებოდნენ.
დაკავებული ორესტიადის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის თანამზრახველების იდენტიფიცირებისა და მსგავს დანაშაულში მათი შესაძლო მონაწილეობის დასადგენად გრძელდება.
