Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ორმა გოგონამ აფთიაქიდან თავის მოვლის პროდუქტები მოიპარა

ორმა გოგონამ აფთიაქიდან თავის მოვლის პროდუქტები მოიპარა

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს?! გახსენდებათ ქმედება ან ჩაგიდენიათ რაიმე სისულელე, იმისთვის რომ თქვენს გარეგნობაში ცვლილებები შეგეტანათ?? იოანინაში გოგონებმა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო აფთიაქიდან თავის მოვლის საშუალებები მოიპარეს. თუმცა მათი ეს თითქოსდა უწყინარი ქმედება ცუდად დასრულდა.

28 წლისა და 21 წლის გოგონები იოანინაში, ქალაქის ცენტრის ერთ-ერთ აფთიაქში შევიდნენ და ფარმაცევტს სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებების ჩვენება სთხოვეს, თუმცა ადგილზე არცერთი პროდუქტის შეძენის სურვილი არ გამოუთქვამთ.

როდესაც აღნიშნულმა პირებმა აფთიაქი დატოვეს ფარმაცევტმა აღმოაჩინა, რომ გოგოებმა 200 ევროს ღირებულების თავის მოვლის საშუალებები მოიპარეს. პოლიციაში განხორციელებული ზარის შემდეგ პოლიციამ გოგოენბი მალევე დააკავა და გადაიყვანა დაკითხვაზე. მათ წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.

ფარმაცევტს უკან დაუბრუნეს მოპარული პროდუქტების ნაწილი, რაც დამნაშავეებს თან ჰქონდათ დაკავებისას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *