Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

მართვის მოწმობის განახლების პროცედურაში ცვლილებების შეტანა იგეგმება

მართვის მოწმობის განახლების პროცედურაში ცვლილებების შეტანა იგეგმება

ევროკომისიამ, სატრანსპორტო ინდუსტრიის მიერ განცდილი ცვლილებების მასშტაბებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, გაეკეთებინა წინადადება მართვის მოწმობების გაცემის თანამედროვე მოდელის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ავტომანქანების მძღოლების ცნობიერების ამაღლება ციფრული უსაფრთხოების, ავტომატური მართვისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის საკითხებში. რამდენიმე სიტყვით კი იმ ახალი პრობლემატური თუ დამხმარე ცვლილებების გაცნობაა, რომლებიც გაჩნდნენ ჩვენს ყოველდღიურობაში.

ევროკომისიის ეს ინიციატივა გულისხმობს მართვის უნარების მუდმივ განახლებას, განსაკუთრებული ყურადღება კი ტრენინგების ჩატარებისას საგზაო უსაფრთხოებას დაეთმობა. აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება პერიოდულად, უფრო კონკრეტულად კი ყოველი მართვის მოწმობის გადავადება/განახლებისას.

შესაბამისად.. მძღოლებს სასწავლო ოთახებში დაბრუნება მოუწევთ..

ევროპარლამენტის ტრანსპორტირების კომიტეტის პრეზიდენტი კარიმა დელი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მივყვეთ ტექნოლოგიური განვითარების პრაქტიკას.

საბერძნეთში ამ რეფორმების გატარებას მართვის მოწმობის აღებისა და განახლების პროცედურის შეცვლა მოჰყვება.

ევროკომისიის ეს წინადადება რამდენიმე კვირაში განიხილება და მისი ძალაში შესვლის დღიდან ქვეყნები მართვის მოწმომობის განახლების პროცედურაში დაიწყებენ ცვლილებების შეტანას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *