Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ოჯახური დრამა ვოლოსის სასამართლოში-მეშინია ჩემი შვილის, ამბობს ხანდაზმული დედა

მე მეშინია მისი, ის უმართავია, მაგრამ ვერ მივატოვებ, მას მკურნლობა სჭირდება. ხანდაზმული დედა 30 წელია ჰეროინის კოშმარში ცხოვრობს

ვოლოსში მცხოვრები 45 წლის ნარკომომხმარებლის დედა ოცდაათი წელია ნარკოდამოკიდებული ყოფილი ქმრის გამო ჰეროინის “ჩრდილში”ცხოვრობს, რომელმაც შემდეგში განსაზღვრა როგორც მისი შვილის, შესაბამისად მისი  ცხოვრებაც.

გასულ კვირას ნარკოდამოკიდებულმა 45 წლის მამაკაცმა ნარკოტიკების შესაძენად დედას ფული სთხოვა,უარის მიღების და მუქარის შემდეგ, რომ დედა მას სახლიდან გაუშვებდა, თუ შესაბამის მკურნალობის კურსს არ გაივლიდა და ნარკოტიკებზე საბოლოოდ არ იტყოდა უარს, მდგომარეობიდან გამოსულმა და უმართავმა, რკინის ხელჯოხით  სახლის ფანჯრები და გისოსები ჩაამტვრია, ლანძღავდა და ემუქრებოდა დედას.

“600 ევროს ოდენობის ზიანი მიაყენა სახლს, მე მეშინია მისი, ის არაპროგნოზირებადია, მაგრამ ვერ მივატოვებ. წამლები უნდა დალიოს, ავად არის”- განაცხადა მოხუცმა პოლიციაში მიმართვის შემდეგ.

45 წლის ბრალდებულმა ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ დედამ მას 70 ევრო არ მისცა კერძო ექიმთან მისასვლელად, რათა გამოეწერა მისი მედიკამენტები და ამტკიცებდა, რომ ის შეუერთდა OKANA-ს ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო პროგრამას და ერთი წელია ჰეროინს არ იღებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახური მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ხანდაზმული დედის სახლის დაზიანებისთვის მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *