Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

კუნძულ კოსზე 27 წლის გოგონა გაუჩინარდა, სავარაუდოდ ის ბანგლადეშის მოქალაქის მსხვერპლი გახდა

ორშაბათს,12 ივნისს, კუნძულ კოსზე უკვალოდ გაუჩინარდა პოლონეთის მოქალაქე 27 წლის ანასტასია-პატრისია რუბინსკა, რომელიც კუნძულზე ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა და იმავე სასტუმროში ცხოვრობდა.

მისი ოჯახი მძიმე წუთებს გადის,  დედა თვლის, რომ ის გაიტაცეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს ბანგლადეშის მოქალაქე 32 წლის მამაკაცი რომელიც, როგორც ირკვევა, მთავარი ეჭვმიტანილია და ბრალდებულია გატაცებაში.

გაუჩინარებამდე გოგონას ოჯახთან რეგულარული კონტაქტი ჰქონდა, კვირას ღამით დედას ტელეფონით ესაუბრა, ეს იყო მათი ბოლო კონტაქტი, ორშაბათიდან 27 წლის გოგონას ტელეფონი გამორთულია.

ბანგლადეშელ მამაკაცს, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია, ბრალად ედება გატაცება, რადგან არსებული  მტკიცებულებებით, როგორც ჩანს, მან ისარგებლა გოგონას ნასვამ მდგომარეობაში ყოფნით და ჰქონდა მასთან სექსუალური ურთიერთობა.

ყველაფერი ორშაბათს დაიწყო, 27 წლის გოგონას დასვენების დღე ჰქონდა იმ სასტუმროდან, სადაც ის კუნძულზე მუშაობდა, მასთან ერთად ცხოვრობდა მისი 28 წლის თანამოქალაქე გოგონა, რომელიც ასევე აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა.

გოგონამ გადაწყვიტა მარტო გასულიყო გასართობად, მან მიიღო ალკოჰოლური სასმელი და რაღაც მომენტში უცხოელთა ხუთკაციან ჯგუფს შეხვდა(პაკისტანი და ბანგლადეში). უცხოელებმა შესთავაზეს, წაეყვანათ სახლში, სანამ თავს უკეთესად იგრძნობდა, რაზეც გოგონა დათანხმდა.

ბანგლადეშელმა აღიარა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიყვანილ გოგონასთან  სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ კი  როგორც ის ამბობს სახლთან გარე ტერიტორიაზე დატოვა და თვითონ წავიდა.

თუმცა, როგორც გაირკვა, პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ბანგლადეშელების  მიერ მითითებულ მონაკვეთზე  გოგონას კვალი არ დაფიქსირებულა, ხოლო იქ არსებულ კამერებზე მოძრაობაც არ ჩანს.

დრონების და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით ჩხრეკენ მითითებულ ტერიტორიას, რათა აღმოაჩინონ რაიმე მტკიცებულება, რომლითაც შეძლებენ იპოვონ რაიმე ხელჩასაჭიდი ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეში.

პოლიცია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბანგლადეშელი გოგონას წინასწარ იცნობდა და ძიებას ამ მიმართულებითაც  მიმდინარეობს.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, არის ის, რომ რომ ბანგლადეშელმა ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებისთანავე აიღო ბილეთი საზღვარგარეთ წასასვლელად .

ამასთან, პოლიციის  თანამშრომლებმა საქმეში არსებული დეტალების გასარკვევად დაკითხვაზე დაიბარეს გოგონას 28 წლის მეგობარი, რომელმაც მისი გაუჩინარებით შეშფოთებულმა, პირველმა აცნობა პოლიციას მომხდარის შესახებ.

პოლიცია ძიებას  შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების  ხაზით აწარმოებს, წყაროები კი აღნიშნავენ, რომ ტერიტორია, სადაც ახალგაზრდა გოგონა გაუჩინარდა, სავსეა ჭებით.

28 წლის მეგობრის თქმით, ანასტასია-პატრიცია მას ტელეფონით დაუკავშირდა ორშაბათს ღამის 10:30 საათზე.

როგორც მან უთხრა, ნასვამი იყო და სასტუმრო ოთახში მეგობართან ერთად ბრუნდებოდა, რომელსაც ის მოტოციკლით მიჰყავდა.

თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ მან 28 წლის გოგონას გაუგზავნა ზუსტი კოორდინატები, სადაც ის იმყოფებოდა, რათა წასულიყო მისი წამოსაყვანად, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისულმა მეგობარმა ვერავინ იპოვა, ამიტომ გააგრძელა გამორთულ ტელეფონზე დარეკვა. შეშფოთებულმა მისი ძებნა მობილურის ძებნის აპლიკაციის მეშვეობით დაიწყო.

საღამოს 23:30 საათის  შემდეგ მან ანასტასია-პატრიციას მობილური ტელეფონი ტიგაკიში, კიაპოკას ქუჩაზე, იმ ადგილიდან 5,5 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინა, რომელიც მას მეგობარმა თავდაპირველად მიუთითა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *