Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი

ღასტუნის რეგიონის მაცხოვრებელმა, 19 წლის გოგონამ პოლიციაში საჩივარი მისი 35 წლის პარტნიორის წინააღმდეგ შეიტანა.

წყვილს ურთიერთობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. ურთიერთობის განმავლობაში 35 წლის მამაკაცი 19 წლის გოგონაზე ფიზიკურად ძალადობდა და გამოკეტილი ჰყავდა სახლში ბოლო 15 დღის განმავლობაში.

როგორც ძალადობის მსხვერპლი ჩვენებაში აცხადებს მოძალადემ მისი საფულიდან ამოიღო 350 ევრო და ჩამოართვა მობილური ტელეფონიც.

15 დღის შემდეგ ძალადობის მსხვერპლა მოახერხა და გამოექცა მოძალადეს და პირდაპირ პოლიციის შენობაში, პინიუს განყოფილებაში მივიდა შველის სათხოვნელად.

პოლიციამ მოძალადე ჩვენების მიცემიდან მალევე დააკავა.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავმა ორგანოებმა ასევე აღმოაჩინეს 19 მარიხუანას პატარა ხე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *