Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

უმკაცრესი სასჯელი მკვლელ დედას

უმკაცრესი სასჯელი მკვლელ დედას

უმკაცრესი სასჯელი დედას, რომელსაც შვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

,,რულა პისპირიგუ ჯორჯინას სიკვდილში ერთხმად დამნაშავეა!” – ასეთია განაჩენი, რომელიც რულა პისპირიგუს შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შვილის მკვლელობისათვის გამოუტანა.

საბერძნეთში, ყველაზე გახმაურებული მკვლელობის, (ან მკვლელობების) ავტორი – 35 წლის დედა, საბოლოოდ დამნაშავედ სცნეს, თუმცა თავად ქალი, საკმაოდ მშვიდად და ურეაქციოდ შეხვდა განაჩენს.

სასამართლოს გრძელვადიანი და მარათონული სხდომის, შემდეგად, ერთსულოვნად  დამნაშავედ სცნეს დედა, რომელმაც შვილის მკვლელობა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 აპრილს სცადა.

კერძოდ სასამართლომ, დამნაშავისათვის გადამწყვეტი განაჩენის წინადადება ამა წლის  25 იანვარს წარადგინა, რომელიც შვილის მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის  დანაშაულისთვის ბრალდებული დედის დასჯას ითხოვდა.

საბოლოო განაჩენი ნიშნავს იმას, რომ  რულა პისპირიგოუსთვის შემამსუბუქებელი გარემოებები არ იქნა აღიარებული და მას, სამუდამო მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ დედას შვილის მკვლელობის პირველი მცდელობა ჯქონდა ქ. პატრას კარამანდანიოს სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, რის შედეგადაც 9 წლის ჯანმრთელი გოგონა ინვალიდად იქცა…

სასამართლოს მიერ მიღებული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე ცნობილ გახდა, რომ ბრალდებულმა ბავშვს, (უკვე ათენში), „პანაგიოტი და აგლაია კირიაკუს“ ბავშვთა საავადმყოფოში, კეტამინის დიდი დოზით შეყვანით მოუსწრაფა სიცოცხლე.

სასამართლომ ერთხმად უარყო ბრალდებულის მოთხოვნები, მაგ.:  ბავშვთა ინექციური ცენტრის რეანიმაციული ჩანთის გადამოწმება, შემდგომი გენეტიკური ტესტირება და სხვა, რამდენადაც ამ უკანასკნელთ არანაირი კავშირი არ ჰქონია ბავშვის სიკვდილთან და ეს ყველაფერი მკვლელის მიერ გამოგონებული სავარაუდო ,,მიზეზები” გახლდათ.

საკუთარი განცხადების მიხედვით, გაცნობებთ, რომ ბრალდებულის ადვოკატი ალექსი კუგია, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის სასჯელის შემსუბუქებას არ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ დამნაშავის პატიმრობა იქნება უვადო და დამატებით კიდევ 15 წელი.

P.S. ჩვენი მკითხველის უმეტესობა ალბათ დაგვეთანხმება იმაში, რომ განაჩენი სავსებად სამართლიანია და სიმართლემ საბოლოოდ იზეიმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *