Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა

პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა

ცხოველმყოფელი წყარო გახლავთ ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედ წყაროზე აგებულ ღვთისმშობლის ტაძრის პატივსაცემად დაიწერა. ღვთისმშობლის ტაძრის განახლების მოძრავი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც წელს საბერძნეთში 17 აპრილს აღინიშნება.

გადმოცემის თანახმად დაარსებულია ლეონ Ι-ის მიერ V საუკუნეში. 

კონსტანტინეპოლის ახლოს ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუბადურდა.

ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა, მოინდომა წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას წყლის ძებნაში სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. მითითების მიხედვით ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორდ მაშინ დაიწერა ეს ხატიც. მას შემდგომ რაც ლეონი იმპერატორი გახდა (455-473) იმ ადგილას სადაც წყარო მოდიოდა ააშენა ეკლესია რომელსაც ცხოველსმყოფელი წყარო დაარქვა. მასშემდეგ ამ ტაძარმა რამდენიმეჯერ იცვალა სახე თუმცა მას შემდეგ რაც კონსტანტინეპოლი დაეცა ეს ტაძარიც განადგურდა.და მხოლოდ 1834-1835 წლებში ცხოველსმყოფელ წყაროზე კვლავ აღადგინეს ტაძარი. ცხოველსმყოფელი წყაროს“ ხატის ერთ-ერთი ასლი, საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი.

ამ ხატის იკონოგრაფია უკავშირდება ძველი ბიზანტიური ხატის ნიკოპეია კირიოტისა (გამარჯვების მომტანი) ტიპს. თავდაპირველად ცხოველმყოფელი წყაროს ხატის ასლები ვრცელდებოდა წყაროს გარეშე. შემდგომ გამოსახულებაში გამოჩნდა ფიალა ხოლო მოგვიანებით კი ამ სახელწოდების ხატში გაჩნდა მცირე აუზი. თავად ნიკოპეია კირიოტისა ღვთისმშობლის ხატი თავდაპირველად წარმოდგება „Знамению“ ხატისაგან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *