Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ

როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად საჭიროა შეიცვალოს ჩვენი კანის მოვლის რუტინაც, რომ იყოს უფრო დატენიანებული, მკვრივი და ბზინვარე, რაც მას ზამთრის თვეების შემდეგ ასე ძალიან სჭირდება.

როდესაც ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტია, კანი ხდება სქელი, მშრალი და ლაქოვანი.

გამოდის, რომ ერთი შეხედვით, D ვიტამინის მიღება არის გამოსავალი. მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.

თუ კანი მოდუნებული და დეჰიდტრატირებულია, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს სინათლის ცუდი არეკვლა. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სახის კანს საკმარისად ატენიანებთ, რადგგან ორგანიზმი კარგავს წყალს მთელი დღის განმავლობაში. კანის კარგი დაჭიმულობა იწყება დატენიანებით. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დამატენიანებელი კრემების გამოყენებაც.

დატენიანებასთან ერთად მნიშვნელოვანია კანის მკვდარი უჯრედების მოცილება, რომლებმაც შესაძლოა წვლილი შეიტანონ კანის გაუხეშებაში. თუ თქვენი კანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ნაზი მჟავები შესანიშნავი ალტერნატივაა. 

და ბოლოს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზისგან გამოწვეული ფოტოდაზიანებებისგან კანის დაცვა არის შესანიშნავი პრევენციული ღონისძიება, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კანი რჩება ჯანმრთელი და ბზინვარე. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საცხის გამოყენება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *