Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

პარტია სირიზა-ს მდივანი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

უნივერსიტეტის პროფესორი და პარტია  სირიზას-ს მდივანი ალმიროსში, ხრისტოს  ტრიკალინოსი საკუთარ კაბინეტში გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს, გავრცელებული ინფორმაციით,  მისი გარდაცვალება ორშაბათს ღამით მოხდა.

ახლობლები მას სამი დღე ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს და მისი სახლის კარი შეამტვრიეს  სადაც  კაბინეტში, სავარძელში მჯდომი,  გარდაცვლილი აღმოაჩინეს .

ხრისტოს ტრიკალინოსი, რომელსაც  ჯანმრთელობის სერიოზული  პრობლემები ჰქონდა, დაიბადა 1946 წელს ვოლოსში და ცხოვრობდა ალმიროსში, მაგნეზიაში. სწავლობდა ფიზიკას მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოამზადა სადოქტორო დისერტაცია.

1981 წლიდან 2013 წლამდე კითხულობდა ლექციებს  ათენის უნივერსიტეტში- 1981-2006 წლებში ფიზიკის კათედრაზე, ხოლო  2006-2013 წლებში მეთოდოლოგიისა და მეცნიერებათა ისტორიის კათედრაზე.

მან გაიარა ყველა აკადემიური წოდება, კურატორიდან პროფესორამდე.

მან გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო და ბერძნულ ჟურნალებში,  დაწერილი აქვს წიგნი “მოლეკულური ფიზიკა – თერმოდინამიკა” და პავლოს იოანუსთან ერთად წიგნები “ფიზიკის სავარჯიშოები – მექანიკა” და “ფიზიკის სავარჯიშოები – ელექტრომაგნეტიზმი”.

მან ასევე მონაწილეობა მიიღო ზოგადი განათლების ფიზიკის 1-ლი და მე-2 საშუალო სკოლის საგანმანათლებლო პაკეტის შედგენაში.

პენსიაზე გავიდა 2013 წელს, ხოლო  2014 წლიდან  ემერიტუსის პროფესორის წოდებას ინარჩუნებდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *