Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კატო პატისია: კორპუსის ქვეშ მდებარე ღია ავტოსადგომზე შეკიდული ჭერი ჩამოვარდა

კატო პატისიაზე  მდებარე ერთ-ერთი  საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ მდებარე  მანქანების ღია სადგომზე   შეკიდული  ჭერი მთლიანად მოწყდა იქვე გაჩერებულ  ავტომანქანებს დაეცა.

ინციდენტი გასულ შაბათს დილით მოხდა, როდესაც კორპუსის მაცხოვრებლები ჯერ კიდევ საკუთარ ბინებში იმყოფებოდნენ, ამიტომ საბედნეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეკიდული ჭერის ჩამოვარდნამ სადგომზე გაჩერებულ მანქანებს სერიოზული მატერიალური ზიანი მიაყენა,  ძლიერმა აფეთქებამ და მანქანების  სიგნალიზაციამ ტერიტორიაზე ქაოსი გამოიწვია.

გარეთ გამოსულმა  შეშინებულმა  მობინადრეებმა  და მიმდებარედ მაცხოვრებლებმა  დაინახეს თუ როგორ დაეცა მთლიანი ჭერი  ადგილებზე გაჩერებულ ორ მანქანას.

აღნიშნული სადგომი  ორ საცხოვრებელ კორპუსს აკავშირებს, რის გამოც  ორივე კორპუსის მცხოვრებლები  ამ პუნქტს ყოველდღიურად გადიან.

როგორც ცნობილია, ეს არის შედარებით ახალი კონსტრუქცია, რომელიც უკიდურესად საშიში აღმოჩნდა,  გაჩერებული მანქანები სერიოზულად დაზიანდა და  სრულიად შესაძლებელი იყო დღის სხვა მონაკვეთში რომ მომხდარიყო, აღნიშნულ  შემთხვევას მსხვერპლიც მოჰყოლოდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *