Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

პატრაში ხიდი ჩამოინგრა-ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია

ამ დროისთვის ცნობილია უბედური შემთხვევის შესახებ, პატრას პერიმეტრზე, პატრა – პირგოს 206-ე კმ-ზე პატრას მიმართულებით ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.

ხიდის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ხუთშაბათს, 20 ივლისს, მიწისქვეშა გადასასვლელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დემონტაჟის გამო მოძრაობა აკრძალული და დაკეტილი იყო.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი ადამიანი და რვა მძიმედ არის დაშავებული, ხოლო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ძალები აგრძელებენ დაშავებულთა ამოყვანის ოპერაციას.

ქალაქის საავადმყოფოები მზადყოფნაშია მოყვანილი. ერთი გარდაცვლილი და 5 დაშავებული “რიოს” საავადმყოფოში გადაიყვანეს, 3 დაშავებული კი “აგიო ანდრეას” საავადმყოფოში.

ოპერაციაში ათობით მეხანძრე-მაშველი, სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის დიდი ძალები მონაწილეობენ, რომლებმაც მიმდებარე ქუჩებში მოძრაობა შეაჩერეს.

პოლიციის ინფორმაციით, ხიდის ნაწილის ჩამონგრევის გამო პატრას ფართო შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია ათენის მიმართულებით, ასევე დიოდორუს ქუჩაზე .

ამავდროულად, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ამწის საშუალებით მოხდება ნანგრევების აღება, რათა გაგრძელდეს მათ ქვეშ სავარაუდოდ ჩარჩენილი ადამიანების აღმოჩენის მცდელობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყუპ ხიდებს აღენიშნებოდათ დაზიანება და სტატიკური მდგრადობის პრობლემები, ხოლო 2021 წლიდან დაიწყო აღდგენითი სამუშაოები ორივე ხიდის შესაკეთებლად. აღნიშნული 167 და 169 მეტრიანი ხიდები მდებარეობს თითოეულ სატრანსპორტო განშტოებაზე პატრას შემოვლითი გზის დასაწყისში.

კომპეტენტური წყაროების განცხადებით, მას შემდეგ, რაც  დასრულდება ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გათავისუფლების ოპერაცია, დაიწყება გამოძიება, რათა დადგინდეს ხიდის ნგრევის კონკრეტული მიზეზები და შესაბამისად დადგეს განსაზღვრული პირების  პასუხისმგებლობის საკითხი.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *