Latest news
ემიგრაცია: საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციები მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ საბერძნეთი: რჩევები აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების ასარჩევად პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია დღეს საბერძნეთის 6 რეგიონში საბერძნეთი: ძლიერი ქარები ეგეოსის ზღვის კუნძულებზე  საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ა... 5 ივნისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია საბერძნეთის 6 რეგიონში სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს
კვირა, ივლისი 5, 2026
საბერძნეთი

აღმოჩენილია 15 ტონა უკანონო ფრეონი თესალიასა და პელოპონესში – რისკის ქვეშ დგას მომხმარებელი

თესალიისა და პელოპონესის საწყობებიდან რამდენიმე დღის წინ  15 609 კილოგრამი სხვადასხვა სახის უკანონო ნახშირწყალბადები ამოიღეს, რომლის შესახებაც პირველი ინფორმაცია აუდიტის ორგანოებს გასული წლის იანვარში მიეწოდა.

ეს არის ცნობილი ფრეონი, გამაგრილებელი, რომელიც გამოიყენება კონდიციონერებსა და მაცივრებში. ფრეონი, რომელიც ცირკულირებს შავ ბაზარზე, საშიშია იმ მოწყობილობების მფლობელებისთვის, რომლებშიც ის გამოიყენება, ასევე იმ ტექნიკოსებისთვის, რომლებიც მას ამონტაჟებენ. გარდა ამისა, ის ზიანს აყენებს გარემოს და რა თქმა უნდა, ართმევს მთავრობას მნიშვნელოვან შემოსავლებს.

საქმეს აწარმოებდნენ განვითარების სამინისტროს უწყებათაშორისი ბაზრის კონტროლის განყოფილების აუდიტორები, Attica Security-ის საკუთრების უფლებათა საქვეუწყებო დირექტორატთან, ატიკის საბაჟო აუდიტის სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს იღუმენიცას მობილური კონტროლის ჯგუფთან თანამშრომლობით.

საქმესთან დაახლოებული წყარო განმარტავს, რომ ჩამორთმეული ბალონები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა – ის, რომელიც შეიცავს ევროკავშირში წლების განმავლობაში აკრძალულ ნივთიერებებს და ბალონები, რომლებიც მსხვილი კომპანიებისგან აკრძალულია. ამავე წყაროს ცნობით, თესალიასა და პელოპონესში ამოღებული 15 ტონა ფრეონი ჩინური წარმოშობისაა. დიდი ალბათობით, ტვირთი გემით ჩავიდა ევროპის პორტში და შემდეგ საბერძნეთში შევიდა.

მეორე ვერსიით, ფრეონი ჩვეულებრივ შედიოდა საბერძნეთში იმ მიზნით, რომ გაყიდულიყო მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არიან, ამიტომ ის ლეგალურად იყიდებოდა, თუმცა რეალურად საბერძნეთის ტერიტორიაზე დარჩა.

ყველაზე ცნობილია R-22 ფრეონი, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებული იყო საბერძნეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მისი მიმოქცევა ევროკავშირში 2010 წელს აიკრძალა.

აღნიშნული ნივთიერება გამოიყენება ასევე ხაზის გემების გაგრილების სისტემებშიც, ინსპექტორები ახორციელებენ ოფიციალურ შემოწმებას პორტებში და არა ბორტზე, შესაბამისად მოხმარებული ფრეონის ხარისხის კონტროლი რთულია. გემები, რომლებსაც ზაფხულში ადამიანები კუნძულებზე გადაჰყავთ, არ არის ახალი.  ძველი გემი ნიშნავს ძველ კონდიცირების სისტემას. გემებზე გამოყენებული გაგრილების სისტემა კი დამოკიდებულია კონდიციონერების ასაკზე და ეკონომიაზე, რომლის გაწევაც გემის მფლობელს სურს.

თუმცა ღირებულება საქონლის ხარისხის უტყუარი ინდიკატორია. აღნიშნულ ბიზნესში ყველამ იცის, რომ ფასი გარკვეულწილად საფონდო ბირჟის წესებს ემორჩილება. დღევანდელი ფასებით, ლეგალური, დამტკიცებული გამაგრილებლის 12 კგ ტევადობის ბალონი საბითუმო გაყიდვაში დაახლოებით 300 ევრო ღირს, „თუ იგივე ბალონი 150 ევროდ იყიდება, მაშინ აშკარაა, რომ პრობლემაა“, – განმარტავენ ექსპერტები

ექსპერტების თქმით, გარკვეულ პირობებში, გაურკვეველი წარმოშობის ფრეონმა გარკვეულ ქიმიურ ელემენტებთან შეხების შემთხვევაში შეიძლება აფეთქებაც კი გამოიწვიოს.

„თუმცა, ცდუნება და შესაბამისად მოგებაც დიდია თუ გავითვალისწინებთ ლეგალური პროდუქციის დაბეგვრისა და თუნდაც სპეციალური გადასახადის ოდენობას”- აცხადებენ დარგის ექსპერტები.

გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალური ფრეონის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყენება კომერციულ მაცივრებსა და სამრეწველო სისტემებში და არა კონდიციონერებში, რომლებიც გვაქვს სახლში ან მანქანაში.

ამ დროისთვის თესალიისა და პელოპონესის საწყობებში აღმოჩენილი აკრძალული ფრეონი ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 517/14 რეგულაციის შესაბამისად  გადატანილი იქნება სპეციალური, სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მანქანებით ნიდერლანდების სპეციალური გადამუშავების ქარხანაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *