Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პატრა: პატიმრობაში დატოვეს 19 და 27 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც ბრალად სიხენაში ხანძრის განზრახ გაჩენა ედებათ

პატრა: პატიმრობაში დატოვეს 19 და 27 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც ბრალად სიხენაში ხანძრის განზრახ გაჩენა ედებათ

19 წლის ბიჭის აღიარებითი ჩვენების შემდეგ პროკირორმა მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო 27 წლის თანამზრახველთან ერთად.

დაკავებულებს ბრალი ცეცხლის განზრახ გაჩენაში ედებათ ტყესა და დასახლებულ ადგილებში ჯგუფურად, არაერთგზის.

19 წლის ბიჭმა დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ გასულ ოთხშაბათს პატრაში, კერძოდ სიხენაში ხანძარი მისი ბრალეულობით გაჩნდა.

ახალგაზრდამ სამართალდამცავ ორგანოებს მიუთითა როგორც დანაშაულის ადგილზე, ასევე პირზე, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ხანძრის გაჩენისას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *