Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი როდოსზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ტურისტებს უფასო დასვენებას სთავაზობს

საბერძნეთი როდოსზე ერთკვირიან უფასო დასვენებას შესთავაზებს იმ ტურისტებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დამანგრეველი ხანძრის გამო კუნძული დაეტოვებინათ, განაცხადა ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკიმ.

ათასობით ტურისტი ევაკუირებული იქნა ადგილობრივი კურორტებიდან, გასულ თვეში საბერძნეთის კუნძულზე ძლიერი ხანძრების მიერ გამოწვეული ქაოსის გამო.

„საბერძნეთის მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მომავალ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შესთავაზებს ერთკვირიან უფასო შვებულებას როდოსზე ყველას, ვინც ის ხანძრის გამო გამოტოვა”,- აღნიშნა პრემიერმა ბრიტანულ ITV არხზე საუბრისას.

მიცოტაკიმ ხაზი გაუსვა, რომ დიდი ხანძრები ყოველთვის ხდებოდა ხმელთაშუა ზღვაზე, მაგრამ ბოლო წლებში კლიმატის ცვლილების გამო მათი მასშტაბები შეიცვალა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხანძრის დროს არც ერთი  ადამიანის სიცოცხლე  არ დაკარგულა და არც არავინ დაშავებულა.

”ჩვენ მოვახერხეთ 20,000 ადამიანის ევაკუაცია დიდი საფრთხის პირობებში,” – თქვა მან.

კითხვაზე, მზად არის თუ არა საბერძნეთი მიიღოს ბრიტანელი ტურისტები , მიცოტაკიმ უპასუხა: „რა თქმა უნდა, არანაირი რისკი არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხანძრები და ეს არ არის მხოლოდ საბერძნეთის პრობლემა,  ის მთელს  ხმელთაშუა ზღვას ეხება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *